ეკლესია - ციტატები, გამონათქვამები
ეკლესია - ციტატები, გამონათქვამები ეკლესია, გამონათქვამები, ციტატები
წუთისოფელში ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, რომელნიც ამქვეყნიურ, წარმავალ კეთილდღეობას ირჩევენ ცხოვრების მიზნად და სხვა არც არაფერი სურთ. მაგრამ იყვნენ, არიან და იქნებიან ისეთნიც, რომელნიც ბედნიერებას უფალთან ერთობაში ხედავე... იხილეთ სრულად
ვინც სულიერად ეკლესიაში დაიბადა და გაიზარდა, ვერ მოერევა სასოწარკვეთა, შური, ეჭვი, შიში და გაუტანლობა, რადგან უფალი არის მასთან და მადლი ღვთისა იცავს მას.
სულიერი ფერისცვალება მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი, რადგან სულიწმინდა აქ მოქმედებს მთელი ძალით და აქ აღესრულება საიდუმლონი, რომელნიც განწმენდენ და განანათლებენ მორწმუნეთ.
ლოცვა, რა თქმა უნდა, ყველგან შეიძლება, მაგრამ ეკლესიაში მას განსაკუთრებული მადლი აქვს.
ეკლესიამ მისცა საქართველოს ისეთი საოცარი პიროვნებანი, როგორნიცაა: წმ. ნინო, განმანათლებელი ივერიისა, წმ. იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, შიო მღვიმელი, ანტონ მარტყოფელი, წმიდა მეფენი: მირიანი და ნანა, ვახტანგ გორგასალი, არჩილი და ... იხილეთ სრულად
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდად აფასებს თავის მოციქულებრივ წარმოშობას და მიაჩნია, რომ ჭეშმარიტი ეკლესია მხოლოდ იგია, რომელმაც ურყევად დაიცვა წმიდა წერილი, ქრისტეს მოწაფეთა წმიდა სწავლება, წმიდა მამათა დადგენილებანი.
ღმერთი იმდენად მიუახლოვდა ადამიანს, რომ მასში შევიდა და კაცობრივი ხორცით შეიმოსა. ამიტომაცაა ქრისტეს სახელით შეერთებულ მორწმუნეთა კრებული - ეკლესია - სხეულია ქრისტესი.
კათოლიკე ეკლესია გულისხმობს მის ყოვლისმომცველობას; იმას, რომ იგი არის არა მარტო კაცობრიობის, არამედ გარემომცველი სამყაროს, ღვთის მთელი ქმნილების გამაერთიანებელი და გადამრჩენელი ძალა. ამიტომაც ამბობს ვლადიმერ სოლოვიოვი: ქრისტიანობა... იხილეთ სრულად