990. ვისგან მოგვეცა საუფლო ლოცვა – „მამაო ჩვენო“?
სულით და ჭეშმარიტებით მოუდრიკეთ ქედი ღმერთს. გულწრფელი ხარ? როცა ამბობ: წმინდა იყავნ სახელი შენი. ნამდვილად გსურთ? ღვთის სახელი გაბრწყინდეს სხვებისა და შენი კეთილი საქმეებით? იძახი მოვედინ სუფევა შენი და გსურს კი, ნამდვილად ღვთის ...
იხილეთ სრულად
სულით და ჭეშმარიტებით მოუდრიკეთ ქედი ღმერთს. გულწრფელი ხარ? როცა ამბობ: წმინდა იყავნ სახელი შენი. ნამდვილად გსურთ? ღვთის სახელი გაბრწყინდეს სხვებისა და შენი კეთილი საქმეებით? იძახი მოვედინ სუფევა შენი და გსურს კი, ნამდვილად ღვთის სუფევა, გინდა კი, ჭურჭელი იყო სული წმინდისა და არა საცავი ცოდვისა? ამბობ: იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედაო, მაგრამ, უფრო საკუთარ ნებას ხომ არ ეძებ ვიდრე ღვთისას? ხო, კი, ევედრები: პური ჩვენი არს...
link
ყოველმან კაცმან ზეპირად უნდა იცოდეს ეს ლოცვა (მამაო ჩვენო) და დილით და საღამოთი უნდა სთქვას იგი; გარნა სასარგებლო არ იქმნება, რომ კაცმა მხოლოდ ენით სთქვას ეს ლოცვა და საქმით კი არ აღასრულოს.
„და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. თანამდები არის ყოველი ცოდვა, რომელსა კაცი იქმნს ღვთის წინაშე. მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რათა ჩვენც მიუტევებდეთ მოყვასთა ჩვენთა ყოველსა, რასაც ...
იხილეთ სრულად
„და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. თანამდები არის ყოველი ცოდვა, რომელსა კაცი იქმნს ღვთის წინაშე. მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რათა ჩვენც მიუტევებდეთ მოყვასთა ჩვენთა ყოველსა, რასაც ისინი შესცოდებენ ჩვენს წინაშე. ამით ღმერთი შენ, ძმაო ჩემო, დაგიდებს პირობასა: თუ გსურს, რომ იგი მოწყალე იყოს შენდამი და მოგიტეოს შენნი ცოდვანი, შენც უნდა მიუტევო, რაიცა შეგცოდეს ძმათა შენთა.
link
„პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს“. ამ სიტყვებით ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ დღიური საზრდო. ისრე კი არ უნდა იფიქრო, ძმაო, რომ კაცს შეუძლიან უქმად იყოს, არ იმუშაოს და ღმერთი თვითონ მისცემს საზრდოსა. არა, ძმაო, შენ შ...
იხილეთ სრულად
„პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს“. ამ სიტყვებით ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ დღიური საზრდო. ისრე კი არ უნდა იფიქრო, ძმაო, რომ კაცს შეუძლიან უქმად იყოს, არ იმუშაოს და ღმერთი თვითონ მისცემს საზრდოსა. არა, ძმაო, შენ შენი მხრით ყოველთვის უნდა მუშაობდე, შრომა და მოღვაწება არ დასტოვო; მისთვის მოგცა ღმერთმან ხელი და თავი, მისთვის ჩაგაბარა მიწა და წყალი, რათა იმუშაო, ისარგებლო; გარნა რადგანაც შენ სუსტი ხარ და ღმერთი ყოვლისა შემძლებელი არი...
link
„იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“. ამ სიტყვებში ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათამცა, როგორადაც ანგელოზნი ცათა შინა ყოველთვის კეთილად აღასრულებენ ნებასა ღვთისასა, ეგრედვე ჩვენ ქვეყანასა ზედა ვიყვნეთ აღმასრულე...
იხილეთ სრულად
„იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“. ამ სიტყვებში ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათამცა, როგორადაც ანგელოზნი ცათა შინა ყოველთვის კეთილად აღასრულებენ ნებასა ღვთისასა, ეგრედვე ჩვენ ქვეყანასა ზედა ვიყვნეთ აღმასრულებელნი წმიდისა მისისა ნებისა. რა არის ნება ღვთისა? ნება ღვთისა ჩვენ ზედა ის არის, რათა ჩვენ ამ ქვეყანაზედ ვიყვნეთ კეთილნი აღმასრულებელნი მისისა სჯულისა და მისთა მცნებათა და მომავალსა შინა საუკუნესა მივიღოთ მისგან დაუსრულე...
link
რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო საყვარელნო ეს სიტყვა: „მოვედინ სუფევა შენი?“ სუფევა ღვთისა არის ორგვარი: ერთი ხილული, მეორე უხილავი. ხილული სუფევა ღვთისა არის ყოველი ბუნება, ცა და ქვეყანა. ღმერთმან შექმნა ყოველი, რასაც აწ ჩვენ ვხედავთ დ...
იხილეთ სრულად
რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო საყვარელნო ეს სიტყვა: „მოვედინ სუფევა შენი?“ სუფევა ღვთისა არის ორგვარი: ერთი ხილული, მეორე უხილავი. ხილული სუფევა ღვთისა არის ყოველი ბუნება, ცა და ქვეყანა. ღმერთმან შექმნა ყოველი, რასაც აწ ჩვენ ვხედავთ და ღმერთი მართავს ყოველსა. უხილავი სუფევა ღვთისა მდგომარეობს კაცის აზრში, გრძნობაში, გულისთქმაში და ყოფა–ქცევაში. სუფევა ღვთისა მოვა და იქმნება ჩვენ შორის მაშინ, ოდესცა ჩვენ ვსცხოვრობთ სიწმიდით, მყუდროებით და სიყვარულით. ...
link
„წმიდა იყავნ სახელი შენი“ (მამაო ჩვენო). ნუთუ სახელი ღვთისა არ არის წმიდა? დიახ, ძმანო ჩემნო, სახელი ღვთისა არის წმიდა და უწმიდესი ყოველთა სახელთა; გარნა სიტყვათა ამათ შინა ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათა სახელი მისი იყოს წმიდა ჩვენ...
იხილეთ სრულად
„წმიდა იყავნ სახელი შენი“ (მამაო ჩვენო). ნუთუ სახელი ღვთისა არ არის წმიდა? დიახ, ძმანო ჩემნო, სახელი ღვთისა არის წმიდა და უწმიდესი ყოველთა სახელთა; გარნა სიტყვათა ამათ შინა ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათა სახელი მისი იყოს წმიდა ჩვენ შორის ჩვენითა კეთილითა და წმიდითა ცხოვრებითა.
link
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“ – ვის უწოდებთ ჩვენ, ძმანო, მამად ამ სიტყვებში? უწოდებთ ღმერთსა, რომელი არს ცათა შინა და ყოველსა ქვეყანასა ზედა. რისთვის უწოდებთ ჩვენ ღმერთსა მამად? ვინ მოგვცა ჩვენ ისრედი კადნიერება, რომ მამად უ...
იხილეთ სრულად
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“ – ვის უწოდებთ ჩვენ, ძმანო, მამად ამ სიტყვებში? უწოდებთ ღმერთსა, რომელი არს ცათა შინა და ყოველსა ქვეყანასა ზედა. რისთვის უწოდებთ ჩვენ ღმერთსა მამად? ვინ მოგვცა ჩვენ ისრედი კადნიერება, რომ მამად უწოდოთ ღმერთსა? ღმერთი არის ყოვლად შემძლებელი და ყოველთა უმაღლესი, კაცი არის მიწა და ნაცარი; მაშასადამე, ვინ მოგვცა ესრედი ღირსება, რომ ღმერთს უწოდებთ მამად? ეს ღირსება მოგვცა ჩვენ ძემან ღვთისამან, უფალმა იესო ქრისტემან. ...
link
ოდესცა ამბობ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“, კარგად უნდა დაფიქრდე: ღირსი ხარ მამა უწოდო ღმერთსა? და თუ მამად უწოდებ ღმერთსა, მაშასადამე შენ ისრე უნდა გიყვარდეს იგი და ისრე უნდა ემორჩილებოდე იმის სიტყვას, როგორც შვილი ემორჩილ...
იხილეთ სრულად
ოდესცა ამბობ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“, კარგად უნდა დაფიქრდე: ღირსი ხარ მამა უწოდო ღმერთსა? და თუ მამად უწოდებ ღმერთსა, მაშასადამე შენ ისრე უნდა გიყვარდეს იგი და ისრე უნდა ემორჩილებოდე იმის სიტყვას, როგორც შვილი ემორჩილება მამას.
link