ბილწი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
ფრთხილად იყავი ბილწ წარმოდგენებთან. ამ მიზეზით დიდი სულიერების მქონე ადამიანები დაეცნენ და დაიღუპნენ.
სულიერ ცხოვრებაში წარმატება რომ გვქონდეს, აუცილებელია მოვიცილოთ სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვა და უხამსი წარმოდგენები, რომლებიც გვიწვევს და ჩვენი სულის შებილწვას ცდილობს.
ჩემო კარგო შვილო, მოიშორე ბილწი ფანტაზიები. ნუ დაუშვებ, რომ ცოცხალ სურათებად წარმოგიდგეს, რადგან ამით იწყება სულის ზნეობრივი დაცემა. ეს არის ყველა ბოროტების ძირი.
ნუ გაგაკვირვებს, შვილო, სიძვის გულისსიტყვები, ოღონდ მათი თავიდან აცილების ხერხი ისწავლე. ეს ცოდნა გაანახევრებს მათ და შენ ძლევის გვირგვინით შეგამკობს. როგორც კი წარმოსახვაში ის პიროვნება გამოჩნდება, ვის გამოც ბილწი გულისსიტყვებ... იხილეთ სრულად