ღვთის ძიება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის ძიება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის ძიება, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანის ცხოვრება ჭეშმარიტებისა და ჩვენი სიცოცხლის აზრის მუდმივ ძიებას უნდა წარმოადგენდეს; ყველა ჩვენი საქმე ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული. პროფესიის არჩევანის, ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის, მეგობრობის მნიშვნელობის, მტრობის დამღ... იხილეთ სრულად
ადამიანი, და საერთოდ, ყოველი ხილული თუ უხილავი, - ღვთის ქმნილებაა. ამიტომაც, ვალდებულნი ვართ, სულიერი თვალით მოვიძიოთ და დავინახოთ შემოქმედი ჩვენი და მივსდიოთ მას.
ადამიანი იმდენადაა გარემოცული მიწიერი გრძნობებითა და ფიქრებით, რომ მას ხშირად უძნელდება ღვთიური ნათელის აღქმა. მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ყველა ეს გრძნობა და ფიქრი სადღაც ქრება, ადამიანი გადადის სხვა სამყაროში და იბადება ახალი შეგ... იხილეთ სრულად
ქრისტიანული იდეალი არა პასიური, არამედ აქტიური გონებაა. აუცილებელია ძიებანი, განათებანი და აღმოჩენანი.
სიტყვა "ჰუმანური" ნიშნავს ადამიანს, რომელიც თავის თავში უკვდავებას დაეძებს, ღმერთს დაეძებს, რომელიც თავისი თავის შემეცნებაშია
სხეული თუმცა შექმნილია მიწისაგან, ის არა მკვდარი, არამედ ცოცხალი, ცხოველური მშვინვით აღვსილია. სამშვინველში შთაბერილია სული, თავად ღვთის სული, რომლის დანიშნულებაც ის არის, რომ იცოდეს ღმერთი, თაყვანი სცეს, ეძიოს, იგემოს და მთლიანად... იხილეთ სრულად
როცა კარგად გამოიძიებ, თუ ვინ არის ქრისტე - რისთვის და ვისთვის დაითმინა საშინელი ვნება და უპატიობა: მიიღებ უდიდეს ნუგეშს ყოველგვარ მწუხარებაში და ყოველ უბედურებას მადლიერებითა და სიხარულით მიიღებ.
ნუ იქნებით უმოქმედონი. თავი აიძულეთ, რომ არ დაისაჯოთ, როგორც ისინი, ვინც სჯულს ისმენს და არ ასრულებს. რადგან თუკი ღვთის სიტყვას ეძიებთ, მაშინ ძიება ამ სიტყვის აღსრულების პირობასაც გულისხმობს. მაშ, იღვაწეთ.
ქრისტიანის ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა, გულის სიწმინდისათვის ზრუნვაა; ეს არის სინანული და მცდელობა იმისა, რომ ღმერთი მოვიძიოთ და ჩვენს გულებში გავამეფოთ.
ჭეშმარიტების ძიება ადამიანის სულის თვისებაა და ეს პროცესი მას აუცილებლად მიიყვანს ღმერთამდე - აბსოლუტურ ჭეშშარიტებამდე და მოყვასის სიყვარულამდე.