თანაგრძნობა - ციტატები, გამონათქვამები
თანაგრძნობა - ციტატები, გამონათქვამები თანაგრძნობა, გამონათქვამები, ციტატები
თანაგრძნობა აუცილებელი პირობაა ცხონებისა. თუ არა და, უფალი გვეტყვის: "წარვედით, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა". იმ ადამიანებს - თიკნებს, არ ჰქონდათ თანაგრძნობა სხვისი ტკივილების მიმართ.
ღვთის წინაშე დიდი კადნიერება აქვს იმ ადამიანს, ვისაც მოყვასი ებრალება და საქმითა და სიტყვით თანაუგრძნობს მას.
ფრთხილად იყავი, შვილო, არავინ განიკითხო, რადგან ვინც მოყვასს განიკითხავს, ღმერთი მის დაცემას დაუშვებს და ამით უძლური ძმის თანაგრძნობას ასწავლის.
ადამიანების მიზეზით მოსული განსაცდელიც ღვთისგანაა, რომ შემწყნარებლობა, სულგრძელობა, თანაგრძნობა და მოთმინება ვისწავლოთ. ეს ღვთიური თვისებებია.
ყველა მეცნიერული აღმოჩენა, მატერიალური და ეკონომიური სიკეთენი ადამიანის წინააღმდეგ მიიმართება, თუ სიყვარულის, რწმენის, თანაგრძნობის უნარს დავკარგავთ, თუ ვერ შევძლებთ ჭეშმარიტი ბედნიერების შეცნობას და გაცივდება ჩვენი გულები.