საკუთარი თავის გამტყუნება, დადანაშაულება - ციტატები, გამონათქვამები
თავს ნუ იმართლებთ. ყველაფერში საკუთარი თავი დაიდანაშაულეთ და დიდ სულიერ სარგებელს ნახავთ. ხოლო თუ თავს გაიმართლებთ და განიკითხავთ გვერდით მყოფ ძმას, დარდი და მწუხარება – მცნების დარღვევის სასყიდელი – არასოდეს მოგაკლდებათ.
დაიცავი მდუმარება, მუდმივად ილოცე, თავი დაიდანაშაულე და ნახავ, როგორ გლოვას, ცრემლსა და სიხარულს იგრძნობ. მაგრამ თუ იზარმაცებ, მაშინ სიცივე და გულგრილობა შეცვლის ამ მადლს.
შვილო, ყოველთვის გაამართლე შენი ძმა, თავი კი განიკითხე და საკუთარი საქციელი არასოდეს გაამართლო. ისწავლე „შემინდე“ და ამით სიმდაბლე დაისადგურებს შენში.
მაშ, ვეცადოთ, ვაიძულოთ თავი, რომ არ დავკარგოთ მიზანი და ხვალ მწარედ არ ვინანოთ. გამუდმებით ამაზე ვიფიქროთ და ისე ვიშრომოთ, თითქოს ჩვენი უკანასკნელი დღე იყოს. ჩვენი მიზანი ერთია: ადამიანმა დაინახოს საკუთარი თავი, დაინახოს საკუთა... იხილეთ სრულად