სიცრუე - ციტატები, გამონათქვამები
სიცრუე - ციტატები, გამონათქვამები სიცრუე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სამართლის ქმნა და სიმართლის მსახურება აუცილებელი პირობაა ყოველი ქრისტიანისთვის. ღმერთი სიმართლით მცხოვრებთ მადლით მოსავს, ცრუთ და თვალთმაქცთ კი - განეშორება.
ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება უაზრო ხეტიალი არ უნდა იყოს, კეთილსა და ბოროტს, შეჭმარიტებასა და სიცრუეს შორის არჩევანი უნდა მოხდეს.
სოფელი ჯვარს არ აცვამს მას, ვინც ჭეშმარიტებას სიცრუესთან, სინათლეს წყვდიადთან, სიკეთეს ბოროტებასთან შეათავსებს. სოფელი ჯვარს აცვა ქრისტე. თუ ქრისტე გწამთ, როგორ უნდა გაათანაბროთ ჭეშმარიტება სიცრუესთან. განა ქრისტე თავის სწავლებას ... იხილეთ სრულად
სატანურ ლოგიკას ჩვენ ზეციური ლოგიკა უნდა დავუპირისპიროთ; სატანურ სიცრუეს - ჭეშმარიტება; მის ღვთისმგმობელობას - უფლისა და ადამიანისადმი სიყვარული; ამპარტავნებასა და ქედმაღლობას კი - სიმდაბლე და მორჩილება.
გული ბოროტებით სავსე და ენა სიცრუის მეტყველი, თანამედროვე კაცობრიობის უმძიმესი სენია. ბოროტება და სიცრუე კაცთა მოდგმას ხანძარივით მოსდებია.
ჭეშმარიტებისა და სიყვარულის გარეშე ამქვეყნიური მეუფება სიცრუესა და ძალადობაზეა დაფუძნებული.