ღვთისადმი მადლიერება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთისადმი მადლიერება - ციტატები, გამონათქვამები ღვთისადმი მადლიერება, გამონათქვამები
ადამიანს, რომელიც მუდამ მადლობას სწირავს უფალს, ღვთის ლოცვა-კურთხევა არ მოაკლდება; ის კი, ვინც დრტვინავს და თავის დიდ ქველისმოქმედს ჭრილობას აყენებს, შეუძლებელია, არ განსწავლოს ღმერთმა.
ყოველთვის მადლობა შესწირე ღმერთს, რადგან მან, როგორც მამამ, თითოეული სულისთვის უმჯობესი იცის და, შესაბამისად, ცხონებისთვის სხვადასხვა საშუალებით მოგვიწოდებს იმის მიუხედავად, ვაცნობიერებთ თუ არა ამას ადამიანური არასრულყოფილებისა და... იხილეთ სრულად
ყოველთვის ღვთის მადლიერება გვმართებს, რომ ღვთისმოშიშება არ დავკარგოთ.
სხეულით ავადმყოფს სძულს მწარე წამლები და მტკივნეული ოპერაციები, მაგრამ იცის, რომ ექიმი მათი მეშვეობით გამოაჯანმრთელებს და ამიტომ ყველაფერს მოთმინებით იტანს. როცა კარგად გახდება, მადლობს ექიმს მისთვის გაწეული სიკეთისთვის და განვლილ... იხილეთ სრულად
ათასი მადლობა შევწიროთ ტკბილ ზეციერ მამას, რომელიც მწუხარებას მოგვივლენს და ამ გზით ზრუნავს ჩვენზე, რათა არ აღმოჩნდეს, რომ იმქვეყნად მისულებს არაფერი გვქონდეს საჩვენებელი, რასაც მისი სიყვარულისთვის ვითმენდით.
მადლობა შესწირეთ ღმერთს. პირითა და გულით ადიდეთ ის, რადგან თუ განსაცდელს მოთმინებითა და მადლიერებით მივიღებთ, მადლი გვანუგეშებს.
ოჰ, რა იოლია სიმდაბლის გზა! ასკეტური შრომის გარეშეც, სნეულებისას თავის დამდაბლებით, თავის განკითხვით და ღვთისადმი მადლიერებით ადამიანს შეუძლია მაღალ სულიერ საზომს მიაღწიოს და ძეობის სიხარული შეიგრძნოს! და პირიქით, როცა ადამიანი ას... იხილეთ სრულად