უმადურობა - ციტატები, გამონათქვამები
უმადურობა - ციტატები, გამონათქვამები უმადურობა, გამონათქვამები, ციტატები
სახარებაში ვკითხულობთ, რომ განკურნებული ათი კეთროვანიდან მხოლოდ ერთი, სამარიტელი, დაბრუნდა მაცხოვართან მადლობის სათქმელად და ამიტომაც ღირსი გახდა შემოქმედი ღმერთი შეეცნო და ცხონების გზა ეპოვა, ხოლო დანარჩენმა ცხრა განკურნებულმა კე... იხილეთ სრულად
არაფერია უმადურობაზე უსაძაგლესი; უმადური ჰგავს იმას, რომელმაც მოტყუებით მიიტაცა სხვისი კუთვნილი.
კეთილი სული მოყვასისათვის წყალობას გაიღებს და არა მხოლოდ მის უმადურობას იტანს სულგრძელად, არამედ მოთმინებით იღებს მისგან შეურაცხყოფასაც.
ნუ დაამცირებ სათნოების ღირსებას მადლიერების სურვილით, როგორც - სანაცვლოთი; ნუ დაამცრობ ქველმოქმედების სიხარულს უმადურობაზე ფიქრით, რომელიც ქველმოქმედებას ზიანს არ აყენებს.
ნუთუ თავს შეიკავებ მოწყალებისაგან იმიტომ, რომ გამოსცადე, ან მოელი უმადურობას? გაიხსენე შენი მაცხოვარი, რომელმაც, თუმც კი ხედავდა ცხრა უმადურს ერთი მადლიერის გვერდით, თავი როდი შეიკავა ყველას მიმართ მოწყალებისაგან (ლუკა 17, 12-19).