
ცოდვა მთის ნაკადია, რომელიც სიჩქარის მატებასთან ერთად იზრდება
ცოდვა მთის ნაკადია, რომელიც სიჩქარის მატებასთან ერთად იზრდება
კარგ ჩვეულებასაც და ცუდსაც დრო კვებავს, როგორც შეშა - ცეცხლს
რაც მეტად იზრდება ხე, მით უფრო ღრმად უშვებს მიწაში ფესვებს; ასევე, რაც მეტად იზრდება ცოდვილი ჩვეულება, მით უფრო იმტკიცებს ფესვებს ადამიანის გულში.
ეცადე, ახალგაზრდობის წლებში დაძლიო შენი ცუდი მიდრეკილებანი, ჩვევები და ვნებები, რომლებსაც ჯერ კიდევ ღრმად არ გაუდგამთ ფესვები შენს გულში. რაც მეტად გადადებ ამის გაკეთებას, მით უფრო ძნელი იქნება, შეუდგე ამ მძიმე საქმეს - შენი სულის... იხილეთ სრულად
თქვენ თავს იტყუებთ, თუ ფიქრობთ, რომ ვნებები ახალგაზრდობასთან ერთად მიწყნარდება. რამდენი მოხუცია, რომელიც თავისი ცხოვრების პირველი წლების სამარცხვინო მიდრეკილებებითაა დაავადებული! რამდენი ჭაღარა პატივმოყვარეა, რომლებიც დაღლილობას ა... იხილეთ სრულად
რაც უფრო დაგვიანდება სინანული, მით უფრო გაძნელდება იგი
ნუთუ ფიქრობთ, რომ მოხუცებულობის ჟამს გაფურჩქვნის ასაკზე მეტად იქნებით მზად სინანულისთვის და გექნებათ მეტი სიმტკიცე მის შესანარჩუნებლად, და მოშურნეობა იმისათვის, რომ მისი გამოცდილება აჩვენოთ და ძალა, რომ მისი წინააღმდეგობანი გადალა... იხილეთ სრულად
მრავალნი ამბობენ, რომ მოწიფულობის ასაკში მიუძღვნიან თავს ღმერთს, მაგრამ მიაღწევენ კი ამ ასაკს, როგორც ისინი იმედოვნებენ? და თუ მიაღწევენ კიდეც, განა ისე ადვილი იქნება შეცვლა, როგორც ისინი ფიქრობენ?
დღე დედამიწაზე ყოველთვის საღამოთი მთავრდება; ამიტომ დილის დამკარგავს შეუძლია, ჰქონდეს გარკვეული იმედი, რომ საღამოს აინაზღაურებს დაკარგულს; ადამიანის ცხოვრების დღეს კი ხშირად საღამოზე (მოხუცებულობაზე) ადრე, არცთუ იშვიათად კი - შუად... იხილეთ სრულად
ვინც სიბერეს ელოდება იმისთვის, რომ საკუთარი თავი ღმერთს მიუძღვნას, ის ნათლად აჩვენებს, რომ სურს, საკუთარი თავი სათნოებისთვის შემოინახოს იმ დროისთვის, როდესაც სხვა არაფრის გაკეთება აღარ შეეძლება.