
როგორც მშვენიერი დღის საღამოა უღრუბლო, ასევე მშვენიერი ცხოვრების დასასრულია უდარდელი.
როგორც მშვენიერი დღის საღამოა უღრუბლო, ასევე მშვენიერი ცხოვრების დასასრულია უდარდელი.
გულმოდგინედ მიიტანე ქრისტეს წინაშე შენი ახალგაზრდობის ნაყოფი და გაიხარებ სიბერეში უვნებელი სიმდიდრით, რამეთუ ახალგაზრდობაში შეკრებილი კვებავს და ანუგეშებს მოხუცებულობის უძლურებას.
მოხუცებულობის ჟამს პატივი მანამდე შრომისმოყვარეობის დასტურია
ახალგაზრდობაში გულმოდგინება მოხუცებულობის ჟამს პატივს მოგიტანს
რასაც ახალგაზრდობაში დასთეს, მას მოიმკი მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე.
წარსულშია აწმყოსა და მომავლის თესლი
რასაც ასწავლი საკუთარ თავს ახალგაზრდობაში, ის დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე.
ჩქარა გამოასწორეთ თქვენი გაკლოვანებები: ისინი, რომლებსაც გაზრდის საშუალებას მისცემთ, თქვენს საუკეთესო თვისებებს დააზიანებენ.
რაც უფრო დიდია ხე, მით უფრო ძნელია მისი ამოძირკვა მიწიდან; ასევე, რაც უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება ცოდვილი ჩვეულება, მით უფრო ძნელად თავისუფლდება ადამიანი მისგან
ბავშვობაში გამომუშავებული ჩვევები ახალგაზრდა ხის ფესვზე ამოჭრილ ასოებს ჰგავს; ისინი მასთან ერთად იზრდებიან, ფართოვდებიან და მის ნაწილსაც კი შეადგენენ.