ღვთის შემეცნება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის შემეცნება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის შემეცნება, გამონათქვამები, ციტატები
61. ღვთის შემეცნების ღირსქმნილსა და ჭეშმარიტად მის სიტკბოს ზიარებულს, სძულს ყოველგვარი სიამე, რომელიც გულისთქმის ძალისაგან წარმოიქმნება.
44. სათნოებანი შემეცნებისათვის შეიქმნა, შემეცნება კი - შემმეცნებლისათვის, ხოლო შემმეცნებელი იდუმალი შესამეცნებელისა და შემეცნებაზე მაღლა აღმყვანისათვის.
43. სათნოებანი გონებას ვნებათაგან განაშორებს, სულიერი ჭვრეტა კი -უმნიშვნელო აზრებისაგან, ხოლო წმიდა ლოცვა მას თავად ღმერთთან მიიყვანს.
36. მდუმარება მას უყვარს, ვინც მიწიერს არ ელტვის; ყველა ადამიანი მას უყვარს, ვისაც რაიმე ადამიანური არ უყვარს; და ღვთისა და ღვთიურის ცოდნა მას გააჩნია, ვინც ვერ ცდუნდება ვერც სხვისი დაცემით და ვერც სხვისით აღძრული ეჭვის გულისთქმის... იხილეთ სრულად
24. წმიდა ღმერთს, მის სიკეთესა და სიბრძნეს გონიერი და მოაზროვნე არსება თავისი არსებობით, სიკეთის უნარითა და მარადიულობის მადლით ეზიარება. ამ მადლით იგი ღმერთს შეიმეცნებს, ღმრთის ქმნილებებს კი - როგორც ზემოთ ითქვა, ქმნილებებში არსე... იხილეთ სრულად
2. "განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლა". ‘ტაბლა" აქ ქმედით სათნოებას აღნიშნავს, რამეთუ ის იესო ქრისტეს მიერ ჩვენს მაჭირვებელთა წინააღმდეგაა განმზადებული; "ზეთით" გაპოხილი გონება ქმნილებათა ჭვრეტას აღნიშნავს; "სასმელი" ღვთისა - ღვთის შემე... იხილეთ სრულად
98. ღმერთთან ის არის, ვინც შეიცნო წმინდა სამება, მისი ქმნილებანი და ზრახვანი და ვინც სულის ვნების წარმომშობ ნაწილს უბიწოდ იმარხავს.
26. გონება, რომელიც მართებულ ღვაწლმოსილ ცხოვრებას ეწევა, კეთილგონიერებაში აღწევს წარმატებას, ხოლო, როცა მართებულად ჭვრეტს, - ცოდნაში. პირველი, ამ კუთხით მოღვაწეს, სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარს ანიჭებს. მეორე, თავის თანაზიარ... იხილეთ სრულად
100. როცა გონება უფლისმიერია, მაშინ, სიყვარულით ანთებული, იგი თავიდან ღვთის, როგორც არსების, შეცნობას ცდილობს, მაგრამ ნუგეშს პოულობს არა იმის შემეცნებით, რაც უფალშია, რამეთუ ეს ყველა ქმნილი არსებისათვის შეუძლებელი და დაუტეველია, ა... იხილეთ სრულად
97. წმინდაა გონება ან ადამიანურ საკითხებზე უმწიკვლოდ ფიქრისას, ან ხილულის ბუნებრივი შემეცნებისას, ან უხილავის შემეცნებისას, ანდა წმინდა სამების შუქზე.