მოღვაწე გონებას მრავალი კეთილი საქმე აქვს: ის სწავლობს ღვთის სიყვარულს, სიკვდილის ხსოვნას, ღვთის ხსოვნას - ზეციური სასუფევლის ხსოვნას, წმიდა მოწამეთა მოშურნეობას და თვით ღვთის ყველგანმყოფობას, მეფსალმუნის სიტყვით: ვხედავ უფალსა წი...
იხილეთ სრულად
მოღვაწე გონებას მრავალი კეთილი საქმე აქვს: ის სწავლობს ღვთის სიყვარულს, სიკვდილის ხსოვნას, ღვთის ხსოვნას - ზეციური სასუფევლის ხსოვნას, წმიდა მოწამეთა მოშურნეობას და თვით ღვთის ყველგანმყოფობას, მეფსალმუნის სიტყვით: ვხედავ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის.(ფს. 15, 8) - წმიდათა და გონიერ ძალთა, სულის განსვლის, ტანჯვის, წამების, მარადიული სამსჯავროს გახსენებას, ჩვენ უდიდეს საგნებიდან დავიწყებთ და ისეთებით დავამთავრეთ, რომლებიც დაცემას აღუდგებიან წინ.
link
992. როგორ უნდა გავიგოთ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“?
მეკითხებით ლოცვის შესახებ. მამები ამბობენ, რომ ლოცვისას გონებიდან ყველანაირი წარმოსახვა გაძევებული უნდა იქნეს. მე ვცდილობ, ასეც მოვიქცე, ვიძაბები დგომისას, რათა შევიგრძნო, რომ ღმერთი ყველგანაა... არის აქაც, სადაც ჩემი აზრი, ჩემი გ...
იხილეთ სრულად
მეკითხებით ლოცვის შესახებ. მამები ამბობენ, რომ ლოცვისას გონებიდან ყველანაირი წარმოსახვა გაძევებული უნდა იქნეს. მე ვცდილობ, ასეც მოვიქცე, ვიძაბები დგომისას, რათა შევიგრძნო, რომ ღმერთი ყველგანაა... არის აქაც, სადაც ჩემი აზრი, ჩემი გრძნობაა. მთლიანად რომ განვთავისუფლდე წარმოსახვებისაგან, მე ეს არ ძალმიძს... მაგრამ ისინი ნელ-ნელა ქრებიან, სანამ საბოლოოდ სრულიად არ განქარდებიან.
link
თუ მეფის სახლში მიხვალ, შიშობ და ზრუნავ, რომ ადგილისთვის შეუსაბამო რიამე არ ჩაიდინო; მაშ, როგორი მოკრძალებით უნდა შედიოდე ზეციური მეფის სახლში! თუ მეფის სახლში შიშით იყავი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ გხედავდა და შესაძლოა, სახლშ...
იხილეთ სრულად
თუ მეფის სახლში მიხვალ, შიშობ და ზრუნავ, რომ ადგილისთვის შეუსაბამო რიამე არ ჩაიდინო; მაშ, როგორი მოკრძალებით უნდა შედიოდე ზეციური მეფის სახლში! თუ მეფის სახლში შიშით იყავი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ გხედავდა და შესაძლოა, სახლში არც იყო; მაშ, როგორი შიშით უნდა წარსდგე ღვთის სახლში, სადაც ყველგანმყოფი ყოველთვის მყოფობს და სადაც ყოვლისმხედველი განუწყვეტლივ გხედავს.
link
110. არავის ძალუძს ცას უყუროს და შეიმეცნოს ციურნი, თუ არა მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც სათნოებით ცხოვრებას ირჩევს, რომელიც იმეცნებს და ადიდებს იმას, ვინც შექმნა ცა ადამიანის ცხონებისა და სიცოცხლისათვის, რადგან ამგვარმა ღვთისმოყვარე...
იხილეთ სრულად
110. არავის ძალუძს ცას უყუროს და შეიმეცნოს ციურნი, თუ არა მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც სათნოებით ცხოვრებას ირჩევს, რომელიც იმეცნებს და ადიდებს იმას, ვინც შექმნა ცა ადამიანის ცხონებისა და სიცოცხლისათვის, რადგან ამგვარმა ღვთისმოყვარე ადამიანმა მტკიცედ იცის, რომ ღვთის გარეშე არ არსებობს არაფერი. არის კი ღმერთი ყველგან და ყველაფერში, რადგან შემოუსაზღვრავია იგი.
link
ღვთის გარეშე (რაკიღა იგი ყველგანაა) არ იძვრის ჩემი აზრი და ჩემი გული. თუ მოქმედებაა - მიზეზი უნდა ჰქონდეს, თუ შედეგია - საწყისი უნდა გააჩნდეს. იმიტომაც ამბობს მოციქული: "არა თუ თავით თვისით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე, რეცათუ ჩუ...
იხილეთ სრულად
ღვთის გარეშე (რაკიღა იგი ყველგანაა) არ იძვრის ჩემი აზრი და ჩემი გული. თუ მოქმედებაა - მიზეზი უნდა ჰქონდეს, თუ შედეგია - საწყისი უნდა გააჩნდეს. იმიტომაც ამბობს მოციქული: "არა თუ თავით თვისით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე, რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაი ჩვენი ღმერთისგან არს" - (2. კორ; 3,5). სწორედ იმიტომ, რომ ღმერთი ცოცხალია, ჩემი გულიც ცოცხალია
link
არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ძალიან საყურადღებო სიტყვები თქვა დავით მეფე წინასწარმეტყველმა: „უფალი მეფობს“. ყველაფერში, ყოველთვის, ყველგან უფალი მეფობს. მართლაც, ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ყოველ ნაბი...
იხილეთ სრულად
არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ძალიან საყურადღებო სიტყვები თქვა დავით მეფე წინასწარმეტყველმა: „უფალი მეფობს“. ყველაფერში, ყოველთვის, ყველგან უფალი მეფობს. მართლაც, ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ყოველ ნაბიჯზე ღვთის კვალია, ღვთის განგებაა და მისგან მოცემული წყალობაა. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ღვთის გარეშე
link
სამყაროს აქვს მხოლოდ ერთი საწყისი - ყოვლადძლიერი, ყოვლადკეთილი, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემოქმედი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება, რომელიც ყველგან არის და ყოველივეს აღავსებს მადლითა თვისითა. იგი თავისი მარადიული ნეტარების წიაღისაკენ იზიდა...
იხილეთ სრულად
სამყაროს აქვს მხოლოდ ერთი საწყისი - ყოვლადძლიერი, ყოვლადკეთილი, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემოქმედი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება, რომელიც ყველგან არის და ყოველივეს აღავსებს მადლითა თვისითა. იგი თავისი მარადიული ნეტარების წიაღისაკენ იზიდავს მთელ სამყაროს და ყოველივე ქმნულს, რომელიც, თავის მხრივ, მიისწრაფვის მისკენ და ადიდებს მას.
link
ხედავს და ესმის ჩემი, სამნათლოვან ღმერთს: ესაა ყველაზე მაცოცხლებელი რწმენა, რომელიც გულში მშვიდობითა და სიხარულით ივანებს. მხედავს ყოვლადწმინდა დედა ღვთისა, ესმის ჩემი ლოცვა და ოხვრა, ესაა მეორე მანუგეშებელი რწმენა, რომელიც მუდმივ...
იხილეთ სრულად
ხედავს და ესმის ჩემი, სამნათლოვან ღმერთს: ესაა ყველაზე მაცოცხლებელი რწმენა, რომელიც გულში მშვიდობითა და სიხარულით ივანებს. მხედავს ყოვლადწმინდა დედა ღვთისა, ესმის ჩემი ლოცვა და ოხვრა, ესაა მეორე მანუგეშებელი რწმენა, რომელიც მუდმივად მართლდება საქმით. ჰოდა, მეც ვივლი იმ გრძნობით, რომ ყველგან მხედავს და ყველგანაა უფალი
link
ღმერთი არც დაბლაა და არც მაღლა, არც შორს არის ჩვენგან და არც - ახლოს, იმიტომ რომ ის ყველგან არსებობს და ამიტომ ის უფრო ახლოსაა შენთან, ვიდრე - შენი სული შენს სხეულთან: მხოლოდ უნდა შეძლო, რომ ეს სიახლოვე ლოცვითა და სარწმუნოებით მოი...
იხილეთ სრულად
ღმერთი არც დაბლაა და არც მაღლა, არც შორს არის ჩვენგან და არც - ახლოს, იმიტომ რომ ის ყველგან არსებობს და ამიტომ ის უფრო ახლოსაა შენთან, ვიდრე - შენი სული შენს სხეულთან: მხოლოდ უნდა შეძლო, რომ ეს სიახლოვე ლოცვითა და სარწმუნოებით მოიპოვო. "უფალი ახლოა ყველა მომწოდებელთან ჭეშმარიტებით" (ფს. 144, 18)
link