სული და სხეული - ციტატები, გამონათქვამები
სული და სხეული - ციტატები, გამონათქვამები სული და სხეული, გამონათქვამები, ციტატები
კაცი შემოქმედის განსაკუთრებული ქმნილებაა, უკვდავებას ზიარებული. უკვდავება მისი სულის თვისება არ არის მხოლოდ, არამედ სხეულისაც, რომელიც მაცხოვრის მეორედ მოსვლის ჟამს უნდა აღდგეს.
როგორი ურთიერთდამოკიდებულება იყო დამყარებული ღმერთსა და ადამიანს შორის? ადამიანის სულს თავისი საზრდო უნდა ეპოვა ღმერთში, და ღვთით ეცხოვრა, ხოლო ადამიანის სხეული უნდა დაქვემდებარებოდა სულს, - ასეთი იყო ადამიანის უკვდავი ბუნების თავ... იხილეთ სრულად
სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა მსგავსია ადამიანის სულისა და ხორცის ერთობისა, სადაც ორივეს თავისი ადგილი აქვს და მათ ჰარმონიულ ყოფას კეთილგანწყობა და გონიერება წარმართავს.
ზოგადად, შიში, როგორც გადარჩენის ინსტინქტი, კაცობრიობის მუდმივი თანამგზავრია, ყველაზე ძლიერი კი სიკვდილის შიშია, რაც ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, რადგან სულისა და ხორცის გაყრასთან არის დაკავშირებული და მათი ერთობის დამრღვევია.
ერთადერთი, რასაც წავიღებთ, მარტოოდენ სულია, სხეულიც სადღაც ჩაეფლობა, ჩაესვენება, მაგრამ სული ვერსად ვერ ჩაესვენება, ის უკვდავია. რატომ იყოს უკვდავი და თანაც სადღაც ჩაძირული? არ ჯობია, ავამაღლო? მით უმეტეს, ნათქვამია - მთელი მიწი... იხილეთ სრულად
მნიშვნელოვანია სხეულის ჯანმრთელობა, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სულიერი ჯანმრთელობა და იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც სული სხეულს აღემატება.
სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს კი - ღმერთი. შესაბამისად, ჭეშმარიტად ცოცხლობს მხოლოდ ის სული, რომელშიც მადლის მეშვეობით სულიერად უფალი დაივანებს