შვილო, ამ სოფელში „ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა" (ეკლ. 1, 2). ეს ბრძენმა სოლომონმა მაშინ თქვა, როცა სრულად იგემა ყველა გრძნობადი სიამოვნება. საკუთარ გულს არ მოაკლო არც ერთი ტკბობა, რისი ბოლოც ხრწნა და წარწყმედაა. საპირისპიროდ...
იხილეთ სრულად
შვილო, ამ სოფელში „ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა" (ეკლ. 1, 2). ეს ბრძენმა სოლომონმა მაშინ თქვა, როცა სრულად იგემა ყველა გრძნობადი სიამოვნება. საკუთარ გულს არ მოაკლო არც ერთი ტკბობა, რისი ბოლოც ხრწნა და წარწყმედაა. საპირისპიროდ, ვინც ღმერთს ემსახურება, ცხოვრების საჭიროებათა ნაკლებობას არც აქ განიცდის და ამ ცხოვრებაშივე გრძნობს ნამდვილ სიხარულს და ღვთისმიერ ჭეშმარიტ მშვიდობას.
link
ცუდად შფოთებს ყოველი მიწით შობილი
მეუფე იესო ქრისტე, ვისაც სწამდა და ვინც შეუდგა მას, ასე ამხნევებდა: „რა სარგებელია კაცისთვის, თუ ყველა ამქვეყნიურ სიკეთეს შეიძენს და ამის გამო თავის უკვდავ სულს დააზარალებს?“ (მათ. 16, 26) ეს სოფელი და მისი სიამენი წარმავალია, ხოლ...
იხილეთ სრულად
მეუფე იესო ქრისტე, ვისაც სწამდა და ვინც შეუდგა მას, ასე ამხნევებდა: „რა სარგებელია კაცისთვის, თუ ყველა ამქვეყნიურ სიკეთეს შეიძენს და ამის გამო თავის უკვდავ სულს დააზარალებს?“ (მათ. 16, 26) ეს სოფელი და მისი სიამენი წარმავალია, ხოლო ადამიანის სული – გონიერი არსება – უკვდავია და ღმერთში მარადიული ცხოვრებისთვისაა მოწოდებული.
link
ვინც ამსოფლიური სიკეთითა და სიამოვნებით ტკბება, თუ არ შეინანებს, ყველაფერი საუკუნო მწუხარებად და ტკივილად გადაექცევა. ღვთისმოსავ ადამიანებს კი მცირედზე უარის თქმა მარადიული ბედნიერებით და ნეტარებით აუნაზღაურდებათ. ეს ნეტარება ზ...
იხილეთ სრულად
ვინც ამსოფლიური სიკეთითა და სიამოვნებით ტკბება, თუ არ შეინანებს, ყველაფერი საუკუნო მწუხარებად და ტკივილად გადაექცევა. ღვთისმოსავ ადამიანებს კი მცირედზე უარის თქმა მარადიული ბედნიერებით და ნეტარებით აუნაზღაურდებათ.ეს ნეტარება ზეცად აღტაცებულმა პავლემ იხილა და გაოცებულმა თქვა: „რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა“ (1 კორ. 2, 9).
link
ამქვეყნიური სიამოვნება დიდი შრომითა და გარჯით მიიღწევა, წამიერ ტკბობას მრავალგვარი უარყოფითი შედეგი მოსდევს. აქედან გამომდინარე, მას შეუსაბამოდ ეწოდება სიამოვნება. ღვთაებრივ შვებას ასეთი შედეგი არ მოჰყვება, რადგან სულიერი ტკბობა დ...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიური სიამოვნება დიდი შრომითა და გარჯით მიიღწევა, წამიერ ტკბობას მრავალგვარი უარყოფითი შედეგი მოსდევს. აქედან გამომდინარე, მას შეუსაბამოდ ეწოდება სიამოვნება. ღვთაებრივ შვებას ასეთი შედეგი არ მოჰყვება, რადგან სულიერი ტკბობა დედამიწაზე მრავალი განცხრომისა და სიამის საწყისია ცათა სასუფეველში. ამის საპირისპიროდ, გარყვნილი ადამიანი ამსოფლიური ტკბობის სანაცვლოდ იძულებულია საუკუნო სასჯელი ეშმაკთან – ბიწიერების მთავარ მოთავესთან ერთად გაიზიაროს.
link
დაე, იესო იყოს შენი გულის სიხარული
ბრძენი ვაჭარივით ივაჭრე და აგარაკი შეიძინე, სადაც დაფლულია საუნჯე
გემოთმოყვარებით გული იწამლება და ბნელდება
ჩვენი იესო წმინდა სახარებაში რვალის გველის ამაღლებას თავის ცხოველმყოფელ ამაღლებას ადარებს და ამბობს: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაი ძისა კაცისაი“ (იოან. 3, 14). ამრიგად, შხამიან გველში იგულის...
იხილეთ სრულად
ჩვენი იესო წმინდა სახარებაში რვალის გველის ამაღლებას თავის ცხოველმყოფელ ამაღლებას ადარებს და ამბობს: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაი ძისა კაცისაი“ (იოან. 3, 14). ამრიგად, შხამიან გველში იგულისხმება ცოდვა, რომელიც ადამიანს დანაშაულებრივი და ვნებიანი სიამოვნების მეშვეობით გესლავს, უბადრუკ სულს შხამავს და მის სიკვდილსა და ღვთისგან განშორებას იწვევს.
link
ამქვეყნიურ სიამეებზე ნებაყოფლობით ვამბობთ უარს