ადამი და იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
ადამი და იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები ადამი და იესო ქრისტე, გამონათქვამები
თაყვანი ვსცეთ ჩვილ იესოს, - აბრაამის აღთქმის განცხადებას, მოსეს რჯულის დასრულებას, ახალ პასექსა და ახალ ადამს, პურს ცხოვრებისას და ნათელს სოფლისას, ძეს ღვთისას და ძეს კაცისას, გზას, ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს.
აღდგომილი ქრისტე იწოდება როგორც „მეორე ადამად“, ისე „პირმშოდ შესვენებულთა“, რადგან გარდაცვლილთა შორის პირველმა მან შეიმოსა უხრწნელი სხეული, ანუ აღდგა იმ სახით, რაც ადამს, ღვთის მადლით, ჰქონდა ცოდვით დაცემამდე.
ქრისტეს მეორე ადამადაც სახელდებენ, რადგან არც ადამს ჰყავდა ხორციელი მამა და არც იესოს; პირველი ადამი მიწისგან შეიქმნა და შემოქმედისგან სული შთაებერა, მეორე, - წმინდა ქალწულ მარიამისგან სულიწმინდით მოევლინა ქვეყანას. პირველი ადამის... იხილეთ სრულად