ნეტარი ავგუსტინე პირველი ადამიანის ზნეობაში ორ მდგომარეობას გამოყოფდა: „უცოდველობის შესაძლებლობას“ და „ცოდვის შეუძლებლობას“. მისი განმარტებით, სამოთხის მკვიდრთა „უცოდველობის შესაძლებლობის“ მდგომარეობა გამუდმებული სიკეთის ქმნადობით...
იხილეთ სრულად
ნეტარი ავგუსტინე პირველი ადამიანის ზნეობაში ორ მდგომარეობას გამოყოფდა: „უცოდველობის შესაძლებლობას“ და „ცოდვის შეუძლებლობას“. მისი განმარტებით, სამოთხის მკვიდრთა „უცოდველობის შესაძლებლობის“ მდგომარეობა გამუდმებული სიკეთის ქმნადობით უნდა გადაზრდილიყო „ცოდვის შეუძლებლობაში“, მაგრამ ყოველივე ეს მოისპო ადამ და ევას მიერ ღვთის მცნების დარღვევის გამო.თუ პირველ ადამიანს შეეძლო „უცოდველობის შესაძლებლობის“ „ცოდვის შეუძლებლობამდე“ ამაღლება, ჩვენ იესო ქრისტე...
link
ამიტომაც იწოდება ქრისტე „მეორე ადამად“
იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ მართალთათვის სიკვდილის საკვრელნი აღარ არსებობს. ამ დღეს მაცხოვარმა თავად მოიხილა ჯოჯოხეთი და იქიდან ამოიყვანა ადამი და ევა, ასევე სხვადასხვა დროს გარდაცვლილ ძველაღთქმისეულ მართალთა სულნი და ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ მართალთათვის სიკვდილის საკვრელნი აღარ არსებობს. ამ დღეს მაცხოვარმა თავად მოიხილა ჯოჯოხეთი და იქიდან ამოიყვანა ადამი და ევა, ასევე სხვადასხვა დროს გარდაცვლილ ძველაღთქმისეულ მართალთა სულნი და ღვთის საუფლოში დაამკვიდრა ისინი.
link
ადამისგან სიკვდილი შემოვიდა, ქრისტესგან - სიცოცხლე
თუ ქრისტემ სიკვდილი დათრგუნა, რატომღა ვკვდებით?
რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
ბეთლემის ბაგას ვარსკვლავი დასდგომია; ვიჩქაროთ, რომ თაყვანი ვსცეთ ჩვილ იესოს - აბრაამის აღთქმის განცხადებას, მოსეს რჯულის დასრულებას, ახალ პასექსა და ახალ ადამს, პურს ცხოვრებისას და ნათელს სოფლისას, ძეს ღვთისას და ძეს კაცისას, გზას...
იხილეთ სრულად
ბეთლემის ბაგას ვარსკვლავი დასდგომია; ვიჩქაროთ, რომ თაყვანი ვსცეთ ჩვილ იესოს - აბრაამის აღთქმის განცხადებას, მოსეს რჯულის დასრულებას, ახალ პასექსა და ახალ ადამს, პურს ცხოვრებისას და ნათელს სოფლისას, ძეს ღვთისას და ძეს კაცისას, გზას, ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს.შორებელთა და ახლობელთ გვიხმობს ღმერთი ჭეშმარიტი, გვიხმობს ხანდაზმულთ და ყრმებს, ახალგაზრდებს, გვიხმობს დამცირებულთ და შეურაცხყოფილთ, ქვრივ-ობლებს, განსაცდელში მყოფთ, მდიდართ და გლახაკთ, ჩინებ...
link
გაუაზრებელი, უგონო ქცევის მსხვერპლის, დაცემული ადამის ძის აღსადგენად თვით ღვთაებრივი სიყვარული განხორციელდა იესო ქრისტეს სახით, რათა ემცნო ხალხისათვის ღვთის ნება და იმავ ხალხის ხსნისათვის გოლგოთაზე ასულიყო. ბოროტი ფიქრობდა, სიკვდი...
იხილეთ სრულად
გაუაზრებელი, უგონო ქცევის მსხვერპლის, დაცემული ადამის ძის აღსადგენად თვით ღვთაებრივი სიყვარული განხორციელდა იესო ქრისტეს სახით, რათა ემცნო ხალხისათვის ღვთის ნება და იმავ ხალხის ხსნისათვის გოლგოთაზე ასულიყო. ბოროტი ფიქრობდა, სიკვდილი დათრგუნავდა მას. მაგრამ მოხდა საპირისპირო - ჯვარცმას მოჰყვა აღდგომა და ამაღლება და წინაშე ყოველთა ხილულთა და უხილავთა არსთა განბრწყინდა ყოვლისმძლეველი ძალა ღვთაებრივი სიყვარულისა.
link
აი, ამისი საშუალება მოგვცა ძე ღვთისამ!
თუ პირველ მშობელთაგან მემკვიდრეობით მივიღეთ ხრწნილება და სიკვდილი, ახალ ადამში, ქრისტეში, ყოველმა ადამიანმა ცოდვისგან სრული გათავისუფლების მადლი მიიღო. ამისთვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია ყოვლადწმინდა სამებისადმი ჭეშმარიტი რ...
იხილეთ სრულად
თუ პირველ მშობელთაგან მემკვიდრეობით მივიღეთ ხრწნილება და სიკვდილი, ახალ ადამში, ქრისტეში, ყოველმა ადამიანმა ცოდვისგან სრული გათავისუფლების მადლი მიიღო.ამისთვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია ყოვლადწმინდა სამებისადმი ჭეშმარიტი რწმენით ნათლობა, აღმსარებლობა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ბუნებითი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, მხსნელი და მაცხოვარი სულთა ჩვენთა.
link