სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები


მოითმინე, რადგან ქრისტეს მიმართ სიყვარული ამ დროს გამოჩნდება

ეცადე, ჩემო კარგო შვილო, ცოტა გამოსწორდე, მოიკვეთე ნება და ფრთხილად იყავი, კურთხევის გარეშე არაფერი აკეთო. იღუმენიას დაეკითხე, როცა რაიმეს გაკეთება გინდა და თუ ზოგჯერ ნებას არ მოგცემს, მოითმინე, რადგან ქრისტეს მიმართ შენი ნამდვილი სიყვარული ამ დროს გამოჩნდება. თუ წინამძღვრებმა ყველა სურვილი შეგვისრულეს, ნების მოკვეთა რაღა იქნება? ეცადე, ჩემო კარგო შვილო, ცოტა გამოსწორდე

მოთმინება, შვილო! ესეც ჯვარია; იტვირთე იგი უფლის სიყვარულისთვის. მიჰბაძე მას, რომ თავისი სიყვარული მოგანიჭოს, რადგან ამბობს: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარდე მე“ (იოან. 14, 21). მისი ერთ-ერთი მცნებაა მორჩილებით და ჯვრის ტვირთვით გოლგოთაზე ასვლა. მოთმინება, შვილო! ესეც ჯვარია; იტვირთე იგი


მოთმინება საუკუნოდ დაჯილდოვდება

ვინც თავის ჯვარს ქრისტეს სიყვარულისთვის ატარებს, უკანასკნელ დღეს უფლის მიერ აღდგება. რამდენ ხანს გასტანს ჩვენი ცხოვრება? სიკვდილის დრო დაფარულია, მოთმინება კი საუკუნოდ დაჯილდოვდება. ვინც თავის ჯვარს ქრისტეს სიყვარულისთვის


სწორედ მაშინ გამოიცდება თითოეულის მისწრაფება

მწუხარება, რომელიც გტანჯავს, შენი ჯვარია; ის ჩვენმა იესომ მოგცა, რომ მისი მიმბაძველი გახდე და უფლის სიყვარული შენთვის უცხო არ იყოს (ქრისტესთვის ჯვარცმით მჟღავნდება ჩვენი მისდამი სიყვარული). ვისაც ის გულწრფელად უყვარს, მხოლოდ თაბორის მთაზე როდი მიჰყვება, სადაც ღვთაებრივი დიდება გამოჩნდა და სადაც ის ტკბილი მადლითა და სიხარულით მოგვიხილავს; არამედ წმინდა გოლგოთის აღმართზეც მასთანაა, ჯვარცმამდე მის გვერდითაა, ანუ მადლის მოკლებისა და მწუხარების დროსაც, რასაც შეჭირვება, ტკივილი, უიმედობა, დაეჭვება, შრომა და ოფლი მოსდევს. სწორედ მაშინ გამჟღავნდება, თუ როგორია შინაგანი ადამიანი – ყალბი თუ მართალი, გამოცდილი თუ გამოუცდელი, კაპიტანი თუ მეზღვაური. სწორედ მაშინ გამოიცდება თითოეულის მისწრაფება; მხნე და დამთმენი შინაგან ჯილდოს იღებს – მას ღმერთი მოიხილავს მადლის გამრავლებით. ამგვარად იწვრთნება ქრისტიანი სულიერ ბრძოლაში, სანამ აღესრულება და განისვენებს. მწუხარება, რომელიც გტანჯავს, შენი ჯვარია; ის

დიდი ნუგეშია, შვილო, რომ თითოეულს ქრისტეს სიყვარულისთვის გაწეული შრომის მიხედვით მიეცემა სასყიდელი. დიდი ნუგეშია, შვილო, რომ თითოეულს ქრისტეს

ჭირი, სნეულება, მწუხარება, განსაცდელი – ვერაფერი განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს, რადგან წინასწარ გვასწავლეს და ვიცით, რომ ვიწრო და ჭირით აღსავსეა გზა, რომელსაც მასზე მავალნი უჭირველი ცხოვრებისკენ მიჰყავს. ამ გზაზე ეკლები და კუროსთავები გვხვდება და ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჭირი, სნეულება, მწუხარება, განსაცდელი –

დაე, თქვენს სულებში ზეციერი მამის სიყვარული სუფევდეს, რომ მისგან შთაგონებულებმა ღვთის მიერ მოცემული მაცხონებელი მცნებების მორჩილების ნაყოფი გამოიღოთ. დაე, თქვენს სულებში ზეციერი მამის სიყვარული

მონაზვნის ცხოვრება ყოველდღიური ჯვარია. იესო ქრისტე მოგვიწოდებს, რომ ვისაც ის გვიყვარს, მასთან ერთად ვეცვათ ჯვარს. ამას სულის აღდგომა და სულიერი მხიარულება მოჰყვება. მკაცრია ზამთარი, ტკივილიანია ყინვა, მაგრამ ტკბილია სამოთხე. მონაზვნის ცხოვრება ყოველდღიური ჯვარია. იესო

ღმერთო ჩემო, უფალო საბაოთ, ჩვენი გულების წყვდიადი განანათლე, რომ გიხილოთ შენ, ჭეშმარიტი, ნეტარი ნათელი, რომელიც განანათლებს და ახარებს მათ გულებს, ვინც შეგიყვარა. განგვანათლე შენი მიმდევრები საუკუნო განსვენებამდე. ამინ. ღმერთო ჩემო, უფალო საბაოთ, ჩვენი გულების


როდესაც მადლი სულის საღმრთო ბრწყინვალების ნათელს გამოანათებს

სიყვარულს ასეთი თვისება და საღმრთო პრივილეგია აქვს: როდესაც საყვარელის სახელი ესმის, გული აუძგერდეს – გინა ხორციელი იყოს, გინა სულიერი – და სიყვარულის სიტკბოებას აფრქვევდეს. როდესაც მადლი სულის საღმრთო ბრწყინვალების ნათელს გამოანათებს, ადამიანი „გიჟდება“ და როგორც წმიდა დავითი, რომელიც საღმრთო კიდობნის წინაშე მხიარულებდა და ცეკვავდა, ასევე ჩვენც გონებრივად ვიხარებთ საღმრთო ხატის წინაშე. სიყვარულს ასეთი თვისება და საღმრთო პრივილეგია

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2