სულიერი ბრძოლა - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი ბრძოლა - ციტატები, გამონათქვამები სულიერი ბრძოლა, გამონათქვამები, ციტატები
მოთმინებისა და ნუგეშინისცემის ღმერთმა მოთმინება და ტკბილი ნუგეში მოგმადლოს, რომ ბრძოლის გასაგრძელებლად გამხნევდე.
ღმერთი თავის შვილებად რომ არ გვთვლიდეს, განსაცდელს არ გამოგვიგზავნიდა, არც იზრუნებდა ჩვენზე და სულიერად გაუნათლებლებს დაგვტოვებდა. იმქვეყნად უფალი სულიერად განათლებულებსა და ბრძოლაში დაბრძენებულებს თავის მახლობლად, განსაკუთრებულ ა... იხილეთ სრულად
მწუხარებაში ღმერთი განისვენებს, შვებაში კი – ეშმაკი – ყველა ბოროტების მიზეზი. რაც არ უნდა დიდ ბრძოლაში ვიყოთ, ერთ დღეს ყველაფერი დასრულდება და თითოეული თავისი შრომის საზღაურს მიიღებს.
როცა რაიმე ვნება ან უძლურება გვებრძვის და ვეწინააღმდეგებით, სწორედ ის გვექცევა მიზეზად, რომ ნეტარების ღირსნი გავხდეთ: „ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს და მოიღოს გვირგვინი ცხორებისა“ (იაკ. 1... იხილეთ სრულად
ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ეს მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს შეუძლიათ, ანუ მათ, რომელნიც საკუთარ ნებას გააზრებულად უმორჩილებენ ღვთის ნებას და ამქვეყნიურ საცდურთა წინააღმდეგ ბრძოლას არ უშინდებიან.
40. დემონების წინააღმდეგ მონაზვნის ბრძოლას წარმოადგენს ის, რომ ვნებები ფიქრებისაგან განაცალკეოს, რამეთუ, ამის გარეშე, იგი ვერ შეძლებს საგნებისადმი უბიწოდ ცქერას.