მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
წყარო და უშუალო სათავე მადლისა არის ყოვლადწმიდა სამება. მადლი ღვთისა იცავს და განათბობს მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს, ხოლო მადლი ყოველ მორწმუნე ქრისტიანს მისი ღირსებისა და სულიერი სიწმინდის შესაბამისად მიეცემა, ოღონდ, პიროვნებამ ... იხილეთ სრულად
წმ. იოანე ღვთისმეტყველი ღვთის განხორციელების გონებით მიუწვდომელ ამ მოვლენას ასე გადმოგვცემს: "და სიტყუაი იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ-შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლი... იხილეთ სრულად
ძე ღვთისა იქმნა ძე კაცისა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, რათა თვისი მსხვერპლშეწირული სიყვარულითა და თავგანწირვით ცოდვისგან ეხსნა მსოფლიო, განეწმიდა და კვლავ ღვთის მადლით შეემოსა იგი.
როგორც ყველა მცენარეს აქვს მიწის ზედა და მიწაში დაფარული ცხოვრება, ადამიანთა ყოფასაც გააჩნია გარეგნული და შინაგანი მხარე. გარეგნულად ქრისტეს მიმდევრობა ეკლიანი გზით სიარულს ნიშნავს, რომლის ბოლო გოლგოთით მთავრდება. სინადვილეში კი ქ... იხილეთ სრულად
ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ ადამიანთა, ხალხებსა და სახელმწიფოთა შორის მშვიდობა და გავუფრთხილდეთ მას, როგორც ღვთისგან ბოძებულ უდიდეს მადლს, როგორც ჩვენი ყოფის ყველაზე აუცილებელ პირობას.
ერთ-ერთი დიდი მადლი, რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენგანისათვის, არის მშვიდობა, ამ სიტყვის ფართო გაგებით: მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ბუნებასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან - აი, ის პირობები, რაც აუცილებელია ადა... იხილეთ სრულად
თითოეული ჩვენგანი ღვთივქმნილი მშვენიერი ჭურჭელია, რომელიც უფლის მადლით უნდა იყოს სავსე და წარმოადგენდეს ტაძარს სულისა წმიდისა.
ზიარება უდიდესი საიდუმლოა. ზიარებისას ჩვენში ვიღებთ მეუფესა ზეცათასა და ქვეყანისასა, რომლის ძალა და ძლიერებაც საზღვარდაუდებელია. ამით კი გვენიჭება მადლი სიკეთის ქმნისა.
რთული და ეკლიანია სიმართლის გზა, მაგრამ მადლმოსილია, რადგან ერთადერთია, რომელსაც ადამიანი საუკუნო ცხოვრებაში მიჰყავს. მართალია, არსებობს სხვა გზებიც, მიმზიდველნი თავიანთი მიწიერი სიმშვენიერით, სიმდიდრით, ფუფუნებით, კეთილმოწყობით, ... იხილეთ სრულად
თესალონიკის მთავარეპისკოპოსი წმიდა გრიგოლ პალამა ამბობს, ადამიანი რეალურად კვდება იმ მომენტში, როცა კარგავს ღვთის მადლს და ეზიარება ცოდვას. სულის სიცოცხლე, - ამბობს იგივე მამა, შესაძლებელია ღმერთთან კავშირში, ისევე როგორც ჩვენი ხო... იხილეთ სრულად