კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი საქმეები, გამონათქვამები, ციტატები
შენს მიერ ღვთის წინაშე მიტანილ ძღვენს უცქირე ისე, როგორც - ღვთის მიერ შენთვის ბოძებულ საჩუქარს.
ბევრი აღასრულე თუ ცოტა - შენი წოდებით - ღვთის სადიდებლად, თავს ნუ აღიმაღლებ ამით, არამედ თავმდაბლად თქვი: "არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი, რომელი იყო ჩემ თანა" (1 კორ. 15, 10).
ჩვენი საკუთარი ძალებით არცერთი კეთილი საქმის ქმნა არ ძალგვიძს, ამიტომ, თუკი ღვთის შეწევნით ვნებებს დათრგუნავ და საკუთარ თავს უკეთესად ჩათვლი, დაემსგავსები ხაზინადარს, რომელიც სახელმწიფო ფულის მიღებით თავს მდიდრად ჩათვლის.
თუ გეჩვენება, რომ რაღაც სათნოება მოიხვეჭე, განა ღვთისაგან არ მიიღე სიკეთის კანონი, გონების ნათელი, რომელშიც დაინახე ეს კანონი; გულის გრძნობა, რომლითაც შეიყვარე იგი; სინდისის მოწმობა, რომელმაც ნება არ მოგცა, უარი გეთქვა მასზე ან და... იხილეთ სრულად
რას მიაწერთ მწიფე ნაყოფს, ხეებს რომ ამშვენებენ? არა ტოტებს, რომლებზეც ისინი ასხია, არამედ ფესვს, საიდანაც ისინი აღმოცენდნენ. იგივე შეიძლება ითქვას თქვენს კეთილ საქმეებზეც. განა თქვენს გულებში არ მოქმედებს ღმერთი, რომელმაც გიბოძათ ... იხილეთ სრულად
ნურც ცოდვების გამო ჩავვარდებით სასოწარკვეთილებაში, და ნურც ზედმეტად დავამყარებთ იმედებს კეთილ საქმეებზე.
საყვირით გაახმაურე სიკეთე, რომელიც სხვებისაგან მიიღე; სამარესავით დადუმდი შენს მიერ ქმნილი სიკეთის შესახებ.
ადამიანი, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს ვინმეს და სიკეთე გააკეთოს, მაგრამ არ აკეთებს მას, საბრალო და, ამავე დროს, უღირსი ქმნილებაა.
კეთილი საქმეები რწმენის სულია; რწმენა კეთილ საქმეებთან ერთად ცოცხალი რწმენაა.
იმ კეთილი საქმის შესახებ, რომლის ქმნაც განგიზრახავს, ნურავის ნუ ეტყვი წინდაწინ, არამედ ჯერ მოიმოქმედე იგი