ამბა სტრატიგის ძმამ ჰკითხა: რატომ განვიკითხავ ძმას? ბერმა უპასუხა: "იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვერ შეიცანი საკუთარი თავი; ვინც საკუთარ თავს ხედავს, ის ძმის ცოდვებს ვერ ამჩნევს".
რატომ განვიკითხავთ მოყვასს? იმიტომ, რომ საკუთარი თავის შეცნობას არ ვცდილობთ. ვინც საკუთარი თავის შეცნობითაა დაკავებული, მას სხვისი ნაკლის შესამჩნევად არ სცალია.
თუ საკუთარი ცოდვების მიმართ ყურადღებიანნი ვიქნებით, მოყვასის ცოდვებს ვეღარ დავინახავთ. უგუნურებაა, საკუთარი მიცვალებულის მიტოვება და სხვისი მიცვალებულის სატირლად წასვლა.
თუ საკუთარი ცოდვებით ვიქნებით დაკავებულნი, რათა შევიცნობდეთ ჩვენს ცოდვებსა და სულიერ დაავადებებს, საკუთარ სიღატაკეს, მაშინ აზრად არ მოგვივიდოდა მეზობლის შესახებ რაიმე შეგვეტყო. როდესაც შენი სახლი იწვის, თუ ყველაფრის ხსნას ვერ შეძლ...
იხილეთ სრულად
თუ საკუთარი ცოდვებით ვიქნებით დაკავებულნი, რათა შევიცნობდეთ ჩვენს ცოდვებსა და სულიერ დაავადებებს, საკუთარ სიღატაკეს, მაშინ აზრად არ მოგვივიდოდა მეზობლის შესახებ რაიმე შეგვეტყო. როდესაც შენი სახლი იწვის, თუ ყველაფრის ხსნას ვერ შეძლებ, ისწრაფი, რომ გადაარჩინო, რასაც შეძლებ; მეზობელზე ფიქრის დრო არ არის.