სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
თუ ჩვენს ძალებს კეთილ საქმეებში არ ვავარჯიშებთ, უცილობლად გადავიქცევით რაღაც ცუდად და მანკიერად; ისევე, როგორც მდინარეში ან დინების საწინააღმდეგოდ მივცურავთ, ან - მივდევთ მას.
ადამიანის სული ამ სოფელში ძალიან ჰგავს ხომალდს, რომელიც ტალღების საპირისპირო მიმართულებით მიცურავს; ერთ ადგილზე გაჩერება დაუშვებელია და თუ იგი არ გამოიყენებს ძალისხმევას წინ წასასვლელად, სიღრმეში შთაინთქმება.
ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და შევჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე.
ხილულ და დროებით სამყაროში, რომელშიც ცხოვრობ, არაფერია უძრავი, არამედ ყველაფერი მიდის და გადაივლის. შენი ცხოვრებაც მიედინება და გადის; როგორც ჩანს, ხანდახან სხეულით ისვენებ, მაგრამ შენი იდუმალი ზრახვები და საიდუმლო სურვილები განუწ... იხილეთ სრულად
შეუძლებელია არ დაეცე, მაგრამ საჭიროა და ვალდებულიც ხარ, რომ დაცემული ადგე. თუ სწრაფად მორბენალი რაიმეს დაეჯახა, მეყსეულად ადგება და კვლავ მიზნისაკენ აგრძელებს გზას. - მიბაძე მას.
ერთმა ძმამ ამბა სისოს ჰკითხა: - "ამბა! რა ვქნა? დავეცი". ბერმა უპასუხა: -"ადექი". ძმამ უთხრა: - "ავდექი, მაგრამ კვლავ დავეცი". ბერმა უპასუხა: - "კვლავ ადექი". - "სადამდე უნდა დავეცე და ავდგე?" - კვლავ ჰკითხა ძმამ. - "სიკვდილამდე."... იხილეთ სრულად
თითოეულმა შეძლებისდაგვარად სიკეთე აკეთოს და ნათლის საქმეებით გაბრწყინდეს, თუ დიდი მნათობების მსგავსად ვერა - მცირე ვარსკვლავებად მაინც.
არ არის საჭირო, სიმძიმეთა გაზვიადებით გამოკვებო სიზარმაცე და სულმოკლეობა. მცირე ქვები ერთმანეთს ემატება და უზარმაზარ ტაძარს ქმნიან; ამის მსგავსად აღაშენე საკუთარი სული, რამდენადაც შესაძლებელია, განუწყვეტლივ. გაძლიერებული მადლიანი ... იხილეთ სრულად
გააკეთე ყველაფერი რაც შეგიძლია და სთხოვე უფალს ის, რაც არ ძალგიძს; იგი აუცილებლად მოვა შენს დასახმარებლად (1 იოანე 5, 14-15).