სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
შენი სათნოებების რიცხვი ზეცაში ვარსკვლავთა რაოდენობის ტოლი რომ იყოს, მაშინაც ვერ იქნები სიწმიდით ღვთის თანასწორი.
ადამიანი ღმერთი არ არის; მაგრამ მისი არსებობის მიზანი, უფლის მცნების მიხედვით, ღვთის მსგავსებაა (ლევ. 11, 45; მათე 5, 48).
აქ, დედამიწაზე, ადამიანისთვის შესაძლებელი სრულყოფილება - მხოლოდ სრულყოფილებისაკენ განუწყვეტელ და გამუდმებულ მისწრაფებაში მდგომარეობს (ფილ. 3, 13-15).
ზეცისაკენ მიმავალ გზაზე თითოეული შეჩერება უკან გადადგმული ნაბიჯია, თითოეული დაყოვნება - ბევრის დაკარგვაა.
სულიერი ცხოვრება ისეთია, რომ თუ წინ არ მივიწევთ, აუცილებლად უკან ვბრუნდებით; თუ სიკეთისათვის სიფხიზლეს შევწყვეტთ, კეთილის ქმნისათვის ძალა აღარ გვექნება; რამდენადაც უფლისათვის არ ვცხოვრობთ, იმდენად ვცხოვრობთ ცოდვისათვის; და რაც მეტ... იხილეთ სრულად
თუ ჩვენს ძალებს კეთილ საქმეებში არ ვავარჯიშებთ, უცილობლად გადავიქცევით რაღაც ცუდად და მანკიერად; ისევე, როგორც მდინარეში ან დინების საწინააღმდეგოდ მივცურავთ, ან - მივდევთ მას.
ადამიანის სული ამ სოფელში ძალიან ჰგავს ხომალდს, რომელიც ტალღების საპირისპირო მიმართულებით მიცურავს; ერთ ადგილზე გაჩერება დაუშვებელია და თუ იგი არ გამოიყენებს ძალისხმევას წინ წასასვლელად, სიღრმეში შთაინთქმება.