წყალი თავისი ბუნებით რბილია, ქვა კი - მაგარი. მაგრამ თუ ქვის თავზე მილია მოთავსებული, საიდანაც წვეთ-წვეთობით ჩამოდის წყალი, ნელ-ნელა იგი ქვასაც კი გახვრეტს და მასში ჩავა, ასევე ღვთის სიტყვა რბილია, ჩვენი გული კი უხეში. მაგრამ თუ ა...
იხილეთ სრულად
წყალი თავისი ბუნებით რბილია, ქვა კი - მაგარი. მაგრამ თუ ქვის თავზე მილია მოთავსებული, საიდანაც წვეთ-წვეთობით ჩამოდის წყალი, ნელ-ნელა იგი ქვასაც კი გახვრეტს და მასში ჩავა, ასევე ღვთის სიტყვა რბილია, ჩვენი გული კი უხეში. მაგრამ თუ ადამიანი ხშირად უსმენს, ან კითხულობს ღვთის სიტყვას, ღვთის შიში მის გულშიც შედის
ვისაც ბიბლია აქვს, იგი მას დიდ სარგებლობას მოუტანს და უდიდეს ნუგეშს მიანიჭებს. ხშირად ამ წმიდა წიგნისკენ მიმართული მხოლოდ ერთი მზერაც კი ცოდვის ჩადენის სურვილს გვიქარწყლებს
ერთხელ ერთმა ბრძენს ჰკითხა: მუდმივად რატომ კითხულობ წიგნებს, სადაც ღვთის შესახებ სწავლება და ადამიანის მოვალეობებია გადმოცემული? შენ ხომ ეს უკვე რამდენჯერმე წაიკითხე? ბრძენმა უთხრა: "დღეს რატომღა ითხოვ საჭმელს? გუშინ ხომ ჭამე? - ...
იხილეთ სრულად
ერთხელ ერთმა ბრძენს ჰკითხა: მუდმივად რატომ კითხულობ წიგნებს, სადაც ღვთის შესახებ სწავლება და ადამიანის მოვალეობებია გადმოცემული? შენ ხომ ეს უკვე რამდენჯერმე წაიკითხე? ბრძენმა უთხრა: "დღეს რატომღა ითხოვ საჭმელს? გუშინ ხომ ჭამე? - "მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვიცოცხლო", - უმასუხა მან. - "მეც სწორედ იმიტომ ვკითხულობ, რომ ვიცოცხლო"! - უპასუხა ბრძენმა. ბრძენის აზრით, როგორც სხეულს სჭირდება ყოველდღიური საზრდელი, რათა იცოცხლოს, ასევე სულს ესაჭიროება ყო...
იმისდა მიხედვით, თუ როგორ ესმის წმიდა წერილი, შესაძლებელია დავინახოთ, თუ როგორია თავად ადამიანი და როგორი გახდა იგი. მისი აღქმა შეესაბამება იმ დონეს, რომელზეც იგი იმყოფება. თუ ჯერ კიდევ ბუნებრივ ცხოვრებას ეწევა, წმიდა წერილში იგი ...
იხილეთ სრულად
იმისდა მიხედვით, თუ როგორ ესმის წმიდა წერილი, შესაძლებელია დავინახოთ, თუ როგორია თავად ადამიანი და როგორი გახდა იგი. მისი აღქმა შეესაბამება იმ დონეს, რომელზეც იგი იმყოფება. თუ ჯერ კიდევ ბუნებრივ ცხოვრებას ეწევა, წმიდა წერილში იგი მხოლოდ ბუნებრივ საგნებს პოულობს. როცა იგი თავად ამაღლდება, წერილის სიტყვები მისთვის უფრო ამაღლებულია. საერთოდ, რაც უფრო მაღლა დგას იგი, მით უფრო ამაღლებულ საიდუმლოებებს აღმოაჩენს ღვთის სიტყვაში.
დაიწყე საღვთო წერილის ყურადღებით კითხვა და ნუ დაგეზარება ხშირად იკითხო იგი - მიუხედავად იმისა, გესმის სიტყვების ძალა თუ - არა, ვინაიდან ხშირი სწავლება ადრე გაუგებარს უკვე აშკარას გახდის. ხშირად მას, რაც დღეს არ გვესმის, ხვალ გავიგ...
იხილეთ სრულად
დაიწყე საღვთო წერილის ყურადღებით კითხვა და ნუ დაგეზარება ხშირად იკითხო იგი - მიუხედავად იმისა, გესმის სიტყვების ძალა თუ - არა, ვინაიდან ხშირი სწავლება ადრე გაუგებარს უკვე აშკარას გახდის. ხშირად მას, რაც დღეს არ გვესმის, ხვალ გავიგებთ, ღვთის მადლით, რომელიც უხილავად განხსნის ჩვენს გონებას - წმიდა წერილის შესამეცნებლად.