ბოროტი ეშმაკი ცდილობს, განსაკუთრებით ახალგაზრდები დააშოროს სათნოების საქმეებს; მაგრამ შენ, ყმაწვილო, ნუ მოიხიბლები მისი მზაკვრობით! ვინც დილით გაუდგა გზას, ის უფრო მალე მიაღწევს დანიშნულების ადგილს, ვიდრე ის, ვინც საღამომდე გადადო...
იხილეთ სრულად
ბოროტი ეშმაკი ცდილობს, განსაკუთრებით ახალგაზრდები დააშოროს სათნოების საქმეებს; მაგრამ შენ, ყმაწვილო, ნუ მოიხიბლები მისი მზაკვრობით! ვინც დილით გაუდგა გზას, ის უფრო მალე მიაღწევს დანიშნულების ადგილს, ვიდრე ის, ვინც საღამომდე გადადო წასვლა.
არის კიდევ ერთი საშინელი ცოდვა - შეურაცხყოფა ღვთის დიდებულებისა, როდესაც დახმარების მისაღებად მიმართავენ პირდაპირ ეშმაკს. თუ ჩვენს შორის არიან ასეთი ადამიანები, დაე შეინანონ!
ვცოდავდით, როცა ჩვენს დამსახურებად მივიჩნევდით კე...
იხილეთ სრულად
არის კიდევ ერთი საშინელი ცოდვა - შეურაცხყოფა ღვთის დიდებულებისა, როდესაც დახმარების მისაღებად მიმართავენ პირდაპირ ეშმაკს. თუ ჩვენს შორის არიან ასეთი ადამიანები, დაე შეინანონ!
ვცოდავდით, როცა ჩვენს დამსახურებად მივიჩნევდით კეთილდღეობას, რომელსაც უფალი გვაძლევდა. და უფალიც გარე მიიქცევს პირს ჩვენი ქედმაღლობისაგან, რამეთუ "სძულს უფალს ყოველი ქედმაღალი" (იგავნი 8, 13). ამპარტავნებით შობილი ეს ცოდვა დარღვევაა ღვთისადმი სიყვარულისა და სიმართლისა.
დემონი ცილისმწამებელია, რამეთუ ღმერთს ცილს სწამებს, როცა სულს ურწმუნობით გმირავს; ის ჩვენს ახლობლებს სწამებს ცილს და ჩვენს ურთიერთსიყვარულს ანგრევს. ის ჩვენც ცილს გვწამებს ადამიანთა მეშვეობით, რითაც გულს გვიქვავებს და გონებას ბორო...
იხილეთ სრულად
დემონი ცილისმწამებელია, რამეთუ ღმერთს ცილს სწამებს, როცა სულს ურწმუნობით გმირავს; ის ჩვენს ახლობლებს სწამებს ცილს და ჩვენს ურთიერთსიყვარულს ანგრევს. ის ჩვენც ცილს გვწამებს ადამიანთა მეშვეობით, რითაც გულს გვიქვავებს და გონებას ბოროტი აზრებით გვივსებს.
ღმერთმან რომ ქუეყანა შეჰქმნა, ეგონა ეშმაკს, ქუეყანა მათ მიეცემოდა სამკვიდრებლად. ღმერთმან რომ კაცი შეჰქმნა, ჰსცნეს რომ კაცისათვის იყო ქუეყანა. ამის მიზეზისათვის იწყეს შური და მტერობა კაცისა. ეგრეთუე შენ, ეშმაკის მსგავსად ერთს რასმ...
იხილეთ სრულად
ღმერთმან რომ ქუეყანა შეჰქმნა, ეგონა ეშმაკს, ქუეყანა მათ მიეცემოდა სამკვიდრებლად. ღმერთმან რომ კაცი შეჰქმნა, ჰსცნეს რომ კაცისათვის იყო ქუეყანა. ამის მიზეზისათვის იწყეს შური და მტერობა კაცისა. ეგრეთუე შენ, ეშმაკის მსგავსად ერთს რასმეს შენთვის ჰგონებ, ის შენ აღარ მოგეცემა და ერთს ვისმე შენს მოყუასს მიეცემა და ამისთვის შენ მისდა მიმართ შურს და მტერობას ჰოფ, მიხედე, თუ ეშმაკის მსგავსი არა ხარ! ეგების იძიო ჩემგან და ჰსთქუა: "ნივთიერი ვარ და ნივთისათვის...
შემოქმედი ღმერთი მთელს თავის ქმნილებას სიბრძნით განაგებს და ჩვენც ადამიანებს, გვირგვინს თავისი ქმნილებისა, მადლს მოგვანიჭებს, გვწყალობს და შეგვაგონებს მთელი დანარჩენი ქმნილების მეშვეობით, ზოგჯერ კი ამას თვით ბოროტ სულთა -დემონთა მ...
იხილეთ სრულად
შემოქმედი ღმერთი მთელს თავის ქმნილებას სიბრძნით განაგებს და ჩვენც ადამიანებს, გვირგვინს თავისი ქმნილებისა, მადლს მოგვანიჭებს, გვწყალობს და შეგვაგონებს მთელი დანარჩენი ქმნილების მეშვეობით, ზოგჯერ კი ამას თვით ბოროტ სულთა -დემონთა მეშვეობითაც იქმს, რაც ჩვენთვის საღმრთო წერილიდან არის ცნობილი, მართალი იობისა და ღორების კოლტის ამბებიდან.
თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანებად მივიჩნევთ, უნდა ვიცოდეთ ღმერთი, საკუთარი თავი და დემონები. ვიცოდეთ ღმერთი, ნიშნავს იმას, რომ შეგნებული გვქონდეს მისი უზენაესობა, რამეთუ იგი არის შემოქმედი, უფალი და მბრძანებელი ...
იხილეთ სრულად
თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანებად მივიჩნევთ, უნდა ვიცოდეთ ღმერთი, საკუთარი თავი და დემონები. ვიცოდეთ ღმერთი, ნიშნავს იმას, რომ შეგნებული გვქონდეს მისი უზენაესობა, რამეთუ იგი არის შემოქმედი, უფალი და მბრძანებელი ყოველთა და ყველაფრისა, და მხოლოდ მას ერთს, და სხვას არავის, ძალუძს ჩვენი ხსნა და ცხოვნება. საკუთარი თავის შეცნობა იმას ნიშნავს, რომ გულისხმავყოფდეთ ჩვენს უძლურებას, ანუ იმას, რომ აზრისმიერ ბრძოლაში ჩვენ უღონონი ვართ დემო...