ენა, სიტყვა - ციტატები, გამონათქვამები
ენა, სიტყვა - ციტატები, გამონათქვამები ენა, სიტყვა, გამონათქვამები, ციტატები
ცუდადმეტყველება არის ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, გამომავალი პირისაგან კაცისა. ღმერთმან ენა ჩვენ მისთვის მოგვცა, რათა ვაკურთხოთ, ვადიდოთ და ვილოცოთ. დავლოცოთ, დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. გარნა ჩვენ, ნაცვლად ამისა, ენას ხშირ... იხილეთ სრულად
კაცი დაიპყრობს ყოველსა ბუნებასა, მხეცთა და ფრინველთა და ქვეწარმავალთა და თევზთა; გარნა ზოგჯერ ვერ დაიმორჩილებს ენასა თვისსა; ორღანოითა მით, რომლითა აკურთხევს კაცი ღმერთსა, ხშირად სწყევლის იგი მოყვასსა თვისსა, რომელი შექმნილ არს მზ... იხილეთ სრულად
კაცი მრავალფერად სცდება და ხშირად სცოდავს, გარნა ვინც არ სცოდავს სიტყვითა თვისითა, ვისაც შეუძლიან აღვირსხმა ენისა თვისისა, იგი არის სრული კაცი და შემძლებელი დამორჩილებად ყოველთა სხვათა თვისთა ვნებათა.
ენითა თვისითა ყოველს კაცს შეუძლიან მრავალფერად და ხშირად შესცოდოს ღმერთსა. დიდი ყურადღება და მეცადინეობა უნდა იხმაროს კაცმან, რომელსა ჰსურს განრინება ენით შეცოდებისა და კეთილად მართვა სიტყვათა თვისთა.
35. ზოგი საქმე თითქოს კარგია, მაგრამ მისი განზრახვაა არაკეთილი; ზოგიერთი კი ისე აღესრულება, თითქოს ცუდია, მაგრამ შემსრულებლის განზრახვაა კეთილი. აღნიშნული მაგალითის თანახმად, ზოგიერთები არა მარტო საქმეს აკეთებენ, არამედ სიტყვასაც ... იხილეთ სრულად
186. არსებობს ჭეშმარიტების მთქმელი და უგუნურთაგან მოძაგებული, თანახმად მოციქულისა (იგავ.10.1), და არსებობს პირფერი, რომელიც უყვართ პირფერობისთვის, თუმცა არცერთი ეს მისაგებელი ხანგრძლივი არ არის, რადგან უფალი შესაბამი ჟამს თითოეულს... იხილეთ სრულად
180. მართლად მეტყველსაც მართებს, რომ, ასე ვთქვათ, ღვთისგან მიღოს სიტყვები, რადგან ჭეშმარიტება მეტყველისა კი არ არის, არამედ შემწევნელი ღვთისა.
53. საქმით იფილოსოფოსე კაცობრივი ბჭობისა და ღვთის ნაცვალგების შესახებ, რადგან არ არის სიტყვა საქმეზე უფრო ბრძენი და სასარგებლო.
152. თუკი უკეთურ სიტყვებს შეიტკბილხმოვანებ, ამის გამო საკუთარ თავს განურისხდი და არა იმას, ვინც მათ წარმოთქვამს, რადგან სწორედ უკეთური სმენა განიკუთვნებს უკეთურ მაცნეს.