თავს ნუ იტყუებ, შენ არ ძალგიძს, რომ უხილავ ფარაონს გაექცე, არც - ზეციური ზატიკის ხილვა, თუ ამ სოფელში მწარე ბალახსა და ხმიადს არ ჭამ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მწარე ბალახი იძულებითი მარხვა და მოთმინებაა, ხმიადი - მდაბალი ...
იხილეთ სრულად
თავს ნუ იტყუებ, შენ არ ძალგიძს, რომ უხილავ ფარაონს გაექცე, არც - ზეციური ზატიკის ხილვა, თუ ამ სოფელში მწარე ბალახსა და ხმიადს არ ჭამ მთელი ცხოვრების განმავლობაში.მწარე ბალახი იძულებითი მარხვა და მოთმინებაა, ხმიადი - მდაბალი გონება, რომელიც ამპარტავნებით არ არის აფუებული
დაყუდებაი განსუენებაი არს სულისაი. უღელი არს სულმცირე და ტვირთი სუბუქი, რომელი განუსუენებს მტვირთველთა მისთა. დაყუდებაი სიხარული არს სულისაი და მხიარულებაი გულისაი. დაყუდებაი აღვირი არს სასმენელთა და სახედველთაი და ენისაი. დაყუდებ...
იხილეთ სრულად
დაყუდებაი განსუენებაი არს სულისაი. უღელი არს სულმცირე და ტვირთი სუბუქი, რომელი განუსუენებს მტვირთველთა მისთა. დაყუდებაი სიხარული არს სულისაი და მხიარულებაი გულისაი. დაყუდებაი აღვირი არს სასმენელთა და სახედველთაი და ენისაი. დაყუდებაი მტერი არს ამპარტავანობისაი და მბრძოლი ცუდად დიდებისა და კადნიერებისაი
თუ უკიდურესი საზღვარი ამპარტავანებისა ის არის, რომ ადამიანი კაცობრივი დიდების მოსახვეჭად თვალთმაქცურად იმ სათნოებებს იჩემებს, რომლებიც მას არ აქვს, მაშინ უღრმესი სიმდაბლის ნიშანი ის იქნება, რომ ადამიანი გარკვეულ შემთხვევებში, საკ...
იხილეთ სრულად
თუ უკიდურესი საზღვარი ამპარტავანებისა ის არის, რომ ადამიანი კაცობრივი დიდების მოსახვეჭად თვალთმაქცურად იმ სათნოებებს იჩემებს, რომლებიც მას არ აქვს, მაშინ უღრმესი სიმდაბლის ნიშანი ის იქნება, რომ ადამიანი გარკვეულ შემთხვევებში, საკუთარ თავზე ისეთ ცოდვებს იღებს, რომლებიც მას არ ჩაუდენია, ან არ უარყოფს, როდესაც სიცრუით აბრალებენ რამეს
პატივმოყვარეობა თავისი არსით ბუნების გადასხვაფერებაა, კეთილი წესის გარყვნა, საკუთარ ბრალისაგან გაქცევა, თავისი ბუნებით ის ნაღვაწის დამღუპველია, სულიერ საუნჯეთა მძარცველი, ურწმუნოების ნაშობი და ამპარტავნების წინამორბედი. ისაა ნავსა...
იხილეთ სრულად
პატივმოყვარეობა თავისი არსით ბუნების გადასხვაფერებაა, კეთილი წესის გარყვნა, საკუთარ ბრალისაგან გაქცევა, თავისი ბუნებით ის ნაღვაწის დამღუპველია, სულიერ საუნჯეთა მძარცველი, ურწმუნოების ნაშობი და ამპარტავნების წინამორბედი. ისაა ნავსადგურში დაღუპვის მომტანი და კალოზე - ჭიანჭველა, რადგან მცირეა, მაგრამ შეუძლია, ყოველგვარი ნაშრომი და ნაყოფი გააფუჭოს.
სიმდაბლისთვის დამახასიათებელია საკუთარი ცოდვების შეცნობა, ხოლო სხვა ადამიანებში კეთილი თვისებების დანახვა. ამპარტავნება მხოლოდ საკუთარ თავში ხედავს კარგს, სხვებში კი მხოლოდ ცუდს. აი, კიდევ სიმდაბლისთვის დამახასიათებელი თვისებანი:...
იხილეთ სრულად
სიმდაბლისთვის დამახასიათებელია საკუთარი ცოდვების შეცნობა, ხოლო სხვა ადამიანებში კეთილი თვისებების დანახვა. ამპარტავნება მხოლოდ საკუთარ თავში ხედავს კარგს, სხვებში კი მხოლოდ ცუდს. აი, კიდევ სიმდაბლისთვის დამახასიათებელი თვისებანი: სიწრფელე, სიცხადე და ბუნებრივობა. ხოლო რა არის სიმდაბლე, სიტყვებით ამის ახსნა შეუძლებელია, მხოლოდ გამოცდილებით შეიძენს მას ადამიანი.
თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი, ვინც თავს ღვთისათვის მგლოვიარედ მიიჩნევენ, მრისხანებასა და ამპარტავნებაში არიან, მათი ცრემლი ცდომილებად უნდა ჩავთვალოთ: რამეთუ რაი ზიარება არს ნათლისა ბნელისა მიმართ? (კორ.6,14) ცრუ გლოვა ამპარტავნებას ...
იხილეთ სრულად
თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი, ვინც თავს ღვთისათვის მგლოვიარედ მიიჩნევენ, მრისხანებასა და ამპარტავნებაში არიან, მათი ცრემლი ცდომილებად უნდა ჩავთვალოთ: რამეთუ რაი ზიარება არს ნათლისა ბნელისა მიმართ? (კორ.6,14) ცრუ გლოვა ამპარტავნებას ბადებს, ჭეშმარიტი კი - ნუგეშს. როგორც ცეცხლი სწვავს ლერწამს, ასევე წმიდა ცრემლები ყოველგვარ შინაგან და გარეგან უწმინდურებას დასწვავს.
მდაბალი მუდამ მორჩილია. იგი უკეთეს სიტყვებს სხვებისგან ისმენს, რადგან არასოდეს ენდობა თავს, რომელზეც ზრუნვა მიუტევა უფალს - მას, ვინც ბალაამთან საუბარი ვირს შეაძლებინა. იგი ყველაფერს რომ ღვთის მიერ აკეთებდეს და ამბობდეს, საკუთარი ...
იხილეთ სრულად
მდაბალი მუდამ მორჩილია. იგი უკეთეს სიტყვებს სხვებისგან ისმენს, რადგან არასოდეს ენდობა თავს, რომელზეც ზრუნვა მიუტევა უფალს - მას, ვინც ბალაამთან საუბარი ვირს შეაძლებინა. იგი ყველაფერს რომ ღვთის მიერ აკეთებდეს და ამბობდეს, საკუთარი გულისხმიერებას მაინც არ სჯერა. რადგან, როგორც ამპარტავანისთვის მძიმეა სხვისთვის შეკითხვა, ასევე მძიმეა მდაბლისათვის თავის თავზე მინდობა
ერთმა გამოცდილმა მოღვაწემ ასეთი რამ მითხრა: - როდესაც ამპარტავნებისკენ ვგრძნობდი სწრაფვას, ან მრისხანება ან ნაყროვანების ვნება მიპყრობდა, მაშინ ცრემლებზე ფიქრი შინაგანად მამხელდა და მეუბნეოდა: - ნუ მიეცემი ამპარტავნებას, თორემ მე ...
იხილეთ სრულად
ერთმა გამოცდილმა მოღვაწემ ასეთი რამ მითხრა: - როდესაც ამპარტავნებისკენ ვგრძნობდი სწრაფვას, ან მრისხანება ან ნაყროვანების ვნება მიპყრობდა, მაშინ ცრემლებზე ფიქრი შინაგანად მამხელდა და მეუბნეოდა: - ნუ მიეცემი ამპარტავნებას, თორემ მე დაგტოვებ, - ამგვარადვე მიცავდა ის სხვა ვნებებისაგანაც. მე კი ვპასუხობდი: - არასოდეს გარდავალ შენს ნებას, ვიდრე ქრისტეს წინაშე არ წარმადგენ