ქრისტიანი არ უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რომ იგი მოკვდა კერთაყვანისმცემლობისათვის, ამა ქვეყნის ხმაურისათვის, ფუფუნებისა და დროსტარებისათვის, სიამაყისათვის და სხვა. ვისაც სურს, ძველი სამყაროდან ახალში გაცუროს, მისთვის საკმარისი არაა, ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანი არ უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რომ იგი მოკვდა კერთაყვანისმცემლობისათვის, ამა ქვეყნის ხმაურისათვის, ფუფუნებისა და დროსტარებისათვის, სიამაყისათვის და სხვა. ვისაც სურს, ძველი სამყაროდან ახალში გაცუროს, მისთვის საკმარისი არაა, ავიდეს ხომალდზე და გეზი ახალი სამყაროსკენ აიღოს. არამედ მან განუწყვეტლივ უნდა იცუროს წინ, ვიდრე მართლაც არ მიაღწევს იმ ადგილს. სწორედ ასევე ხდება ძველ და ახალ ცხოვრებაშიც. თუკი ძველი ადამიანის გარეგნული ცხოვრება საჭიროებ...
link
ქრისტიანი, რომელიც ქრისტიანობაში ვერ წარემატება, ქრისტიანი არ არის
მაღალია ქრისტიანის წოდება: ბევრი უნდა იშრომო, რომ აღასრულო იგი
როგორც იუდა, რომელსაც ბოროტი აზრები, განზრახვები და მიზნები ჰქონდა, მოციქულის სახელმა ვერ დაიცვა მარადიული სასჯელისაგან, ასევე ჩვენ ქრისტიანის სახელი ვერ გამოგვისყიდის მსგავსი სასჯელისაგან, თუკი ცხოვრებას ქრისტეს სჯულის შესაბამისა...
იხილეთ სრულად
როგორც იუდა, რომელსაც ბოროტი აზრები, განზრახვები და მიზნები ჰქონდა, მოციქულის სახელმა ვერ დაიცვა მარადიული სასჯელისაგან, ასევე ჩვენ ქრისტიანის სახელი ვერ გამოგვისყიდის მსგავსი სასჯელისაგან, თუკი ცხოვრებას ქრისტეს სჯულის შესაბამისად არ წარვმართავთ.
link
ქრისტიანო, იყავი ნამდვილი და არა მოჩვენებითი ქრისტიანი. აი, შენი ერთ-ერთი კანონი.
ის, ვინც ჭეშმარიტად ქრისტიანულად არ ცხოვრობს, ზნეობრივი კერპთაყვანისმცემლობის მდგომარეობაში იმყოფება. ის ან ქმნილებათა მსხვერპლია, უფლის ნაცვლად სიმდიდრეს ემსახურება, მუცელს აღმერთებს, ან პირიქით, - საკუთარ თავს აყენებს კერპად, და...
იხილეთ სრულად
ის, ვინც ჭეშმარიტად ქრისტიანულად არ ცხოვრობს, ზნეობრივი კერპთაყვანისმცემლობის მდგომარეობაში იმყოფება. ის ან ქმნილებათა მსხვერპლია, უფლის ნაცვლად სიმდიდრეს ემსახურება, მუცელს აღმერთებს, ან პირიქით, - საკუთარ თავს აყენებს კერპად, და მსხვერპლად მოითხოვს ყველაფერს, რაც კი ამქვეყნად შობილა.
link
შეუძლებელია, იყო ქრისტიანი, თუ არ ცხოვრობ ქრისტიანულად
გარეგნული კეთილზნეობა შინაგანის გარეშე - იგივეა, რაც ქარქაში ხმლის გარეშე. სასაცილოა ის მეომარი, რომელსაც მხოლოდ ქარქაშით სურს მტერს შეებრძოლოს; სასაცილო არიან ის ადამიანებიც, რომლებსაც ხორცისა და წუთისოფლის წინააღმდეგ ბრძოლაში სუ...
იხილეთ სრულად
გარეგნული კეთილზნეობა შინაგანის გარეშე - იგივეა, რაც ქარქაში ხმლის გარეშე. სასაცილოა ის მეომარი, რომელსაც მხოლოდ ქარქაშით სურს მტერს შეებრძოლოს; სასაცილო არიან ის ადამიანებიც, რომლებსაც ხორცისა და წუთისოფლის წინააღმდეგ ბრძოლაში სურთ, მხოლოდ ღვთის გარეგნული თაყვანისცემით გაიმარჯვონ. მეტად ცდებიან, თუკი ფიქრობენ, ამგვარი კეთილზნეობით უფალს აამებენ.
link
როგორც ღვთის შინაგან თაყვანისცემას არ შეუძლია გარეგნულის გარეშე არსებობა, მსგავსად ხისა, მსგავსად ხისა, რომელიც ფოთლებსა და ქერქს მოკლებულია, ასევე ღვთის მხოლოდ გარეგნული თაყვანისცემა შინაგანის გარეშე ჭეშმარიტი და ქმედითი არ არის;...
იხილეთ სრულად
როგორც ღვთის შინაგან თაყვანისცემას არ შეუძლია გარეგნულის გარეშე არსებობა, მსგავსად ხისა, მსგავსად ხისა, რომელიც ფოთლებსა და ქერქს მოკლებულია, ასევე ღვთის მხოლოდ გარეგნული თაყვანისცემა შინაგანის გარეშე ჭეშმარიტი და ქმედითი არ არის; იგი ჰგავს სხეულს სულის გარეშე ან ადამიანის ცვილისგან გაკეთებულ ფიგურას, რომელსაც თუმცა ადამიანის სახე აქვს, მაგრამ სინამდვილეში ადამიანი არ არის.
link
რისთვის რგავენ ხეხილს? რა თქმა უნდა იმისთვის, რომ მათგან ნაყოფი მოიწიონ. რისთვისაა ფოთლები? მხოლოდ გარეგნული მშვენებაა, მაგრამ თუ მათ მოვწყვეტთ, ხე გახმება და ნაყოფს ვერ გამოიღებს. სწორედ ასევე თუ გავანადგურებთ ღვთისმსახურებაში გა...
იხილეთ სრულად
რისთვის რგავენ ხეხილს? რა თქმა უნდა იმისთვის, რომ მათგან ნაყოფი მოიწიონ. რისთვისაა ფოთლები? მხოლოდ გარეგნული მშვენებაა, მაგრამ თუ მათ მოვწყვეტთ, ხე გახმება და ნაყოფს ვერ გამოიღებს. სწორედ ასევე თუ გავანადგურებთ ღვთისმსახურებაში გარეგნულ მხარეს, რაც ადამიანის წარმოსახვაზე კეთილად მოქმედებს და სულს ძრავს, მაშინ შინაგანიც სწრაფად გაცივდება.
link