სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
გამოსცადე საკუთარი თავი, იმას ლაპარაკობ, რაც გონებაში გაქვს? ხანდახან გული შხამითა და ბოღმით ხომ არ გაქვს სავსე?
აშკარა მოტყუებაა, როდესაც ყველას სხვანაირად ექცევიან, ვიდრე ამბობენ და ბაგეებით პირდებიან.
არ არსებობს იმაზე საშინელი და საზარელი ტყუილი, ვიდრე ის, რომელიც ფარავს ბოროტებასა და სიცრუეს გულახდილობის საფარქვეშ და რელიგიის მიღმა აფარებს.
ნუ იქნები ორპირი, ანუ სიტყვით ერთს რომ ამბობდე და გულში სხვა გქონდეს; რამეთუ ასეთი, წმიდა წერილის მიხედვით, წყევას ექვემდებარება (ზირ. 28, 15).
ვისაც გულში სიავე აქვს და ენით კი მლიქვნელობს, მისი ლოცვა და ღვაწლი ამაოა
როგორც ნაყოფის შიგნით გაჩენილი მატლი მთელს შიგთავსს სპობს და მხოლოდ გარეკანს ტოვებს საღს, ასევე პირფერი მთელ შინაგან სათნოებას ანადგურებს.
ყოველთვის ისე მოიქეცი, რომ შენი ქმედებების მიზეზი საერთო წესით მთელ კაცობრიობას ემსახურებოდეს.
ნუ ეცდები, მართალი გამოჩნდე, მაგრამ ასეთი იყავი. რამეთუ ცნობილია, რომ არასოდეს არ არის მართალი ის, ვინც ცდილობს, მართალი გამოჩნდეს.
კი არ უნდა გეჩვენებოდეს, არამედ სინამდვილეში ასეთი უნდა იყოს
უეჭველად ისეთი უნდა იყო, როგორიც გინდა ჩანდე, თუ საკუთარი თავისთვის სიკეთე გსურს.