სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
მშვიდობა, სიყვარული, ერთიანობა - საზოგადოების ყველაზე უფრო მტკიცე საყრდენი და ყველაზე ძლიერი ჯაჭვია, რომელიც მის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს.
ყველაფერი, რასაც სიყვარული ვერ აერთიანებს, არარაობაა და სიყვარულის გარეშე არცერთი სხვა ჯაჭვი ნამდვილი არ არის. რასაც ანგარება აერთიანებს, იმას ანგარებავე არღვევს; რასაც ძალადობა აერთიანებს, ის ძალადობითვე ინგრევა; რასაც დროის ძლიე... იხილეთ სრულად
მუსიკოსები ერთმანეთისგან გარკვეულ მანძილზე განლაგდებიან, და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავენ, დამატყვევებელ კეთილხმოვანებას ეს ხელს არ უშლის. ეს არის იმ სიკეთის გამოხატულება, რაც საზოგადოების წევრთა ერთობას მო... იხილეთ სრულად
უთანხმოების გამო საზოგადოება ირღვევა: ბოროტ სულთა სამეფოშიც კი გარკვეული დაქვემდებარება არსებობს.
კარგი მმართველობა იქაა, სადაც მოქალაქენი მსაჯულებს ექვემდებარებიან, მსაჯულნი კი - კანონს.
ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ჭეშმარიტებამ გადამეტებული სიმკაცრით არ განდევნოს მოწყალება, რათა ეს მოწყალება გადამეტებული შემწყნარებლობით ჭეშმარიტებას არ დაშორდეს.
იმისათვის, რომ სახელმწიფოებრივ სარბიელზე მრავალრიცხოვანი მოვალეობის აღსრულებისთვის კარგი შემსრულებლები არსებობდნენ, საჭიროა, გონივრულად შეირჩეს თანამდებობის პირები და ასევე გონივრულად წახალისდეს მათი შრომა.
აირჩიეთ არა ის, ვინც თანამდებობას ეძიებს, არამედ ის - ვისაც თანამდებობა ირჩევს.
ჯილდოს მიცემა მისთვის, ვინც მას არ იმსახურებს, არა მარტო წყალობას არ წარმოადგენს მისდამი, არამედ - უსამართლობას სხვათა მიმართ.