თუ შლამი ფსკერზეა დალექილი, წყალი სუფთა რჩება, მაგრამ როგორც კი რაიმე არასწორი მოძრაობით შლამი ზემოთ ამოვა, აქამდე სუფთა წყალი სისუფთავეს კარგავს და იმღვრევა. ამის მსგავსად, ადამიანთა საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწილი...
იხილეთ სრულად
თუ შლამი ფსკერზეა დალექილი, წყალი სუფთა რჩება, მაგრამ როგორც კი რაიმე არასწორი მოძრაობით შლამი ზემოთ ამოვა, აქამდე სუფთა წყალი სისუფთავეს კარგავს და იმღვრევა. ამის მსგავსად, ადამიანთა საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწილი ბოროტია, მაინც სუფთაა, მშვიდობიანი, როდესაც მისი არაწმიდა სტიქია ფსკერზეა; როდესაც უკეთური ადამიანები, სამოქალაქო აზრით სამართლიანად დამცირებულნი, ვერ აღწევენ ხელისუფლებას, პატივსა და სხვებზე გავლენას, მაშინ ისინი ამღვრ...
პატიოსანი და კეთილი მოქალაქე თავის საზოგადოებრივ მოვალეობას ასრულებს და ემორჩილება თავისი სახელმწიფოს კანონებს, არა მათი დარღვევის გამო სასჯელის შიშის, ანდა - გამორჩენისა თუ ჯილდოსთვის, არამედ - სინდისისა და სიყვარულის გამო.
თუ მეფისა და სამეფოს მსახურებაში აშკარად დგას პირადი პატივი და გამორჩენა, რისი მომტანია ასეთი სწრაფვა - თავის შეწირვისა მამულისათვის თუ მამულის შეწირვისა საკუთარი თავისთვის?
კანონის მორჩილება მხოლოდ შიშის გამო ნიშნავს დამდაბლებას გარეგნული მხეცების მდგომარეობამდე, რომლებიც ასევე არ ესხმიან თავს ფარას, როცა მათ მოდარაჯე ადამიანებსა და ძაღლებს ხედავენ.
ყოველგვარი წოდებისა და განათლების - დიდისა თუ მცირეს მქონე ადამიანები, ზუსტად და გულმოდგინედ უნდა აღასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს საკუთარი და საზოგადოების კეთილდღეობისათვის, ასევე უნდა ზრუნავდნენ საკუთარი ზნეობრივი განვითარებისა...
იხილეთ სრულად
ყოველგვარი წოდებისა და განათლების - დიდისა თუ მცირეს მქონე ადამიანები, ზუსტად და გულმოდგინედ უნდა აღასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს საკუთარი და საზოგადოების კეთილდღეობისათვის, ასევე უნდა ზრუნავდნენ საკუთარი ზნეობრივი განვითარებისა და სრულყოფისათვის. მაგრამ ეს განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მქონე ადამიანთა ვალია, მათი გავლენის ფართო სპექტრიდან გამომდინარე, რასაც მათი ცხოვრება და საქციელი ახდენს წოდებით და მდგომარეობით მათზე დაქვე...