სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

313. რა განსხვავებაა მსასოებელ ადამიანსა და იმ კაცს შორის, ვინც არ მოელის ცხონებას?
ვინც არ მოელის ცხონებას, იგი მოურიდებლად ამატებს ცოდვას ცოდვაზე. ხოლო, ვისაც განკურნების იმედი აქვს, იგი ერიდება თავს. ავაზაკი, რომელიც არ მოელის შენდობას, წარიკვეთავს სასოს, ხოლო რომელიც სასოებს, მოიქცევა სინანულად.
ვინც არ მოელის ცხონებას, იგი მოურიდებლად

114. ისევე როგორც ცუდადმჭამელებს (მადადაკარგულებს) მწარე აბზინდა რგებს, ასევე რგებს ცუდი ზნის ადამიანებს ცუდის განცდა, რადგან პირველთ აჯანმრთელებს, ამ უკანასკნელთ კი სინანულისთვის განამზადებს ხსენებული წამლობანი. ისევე როგორც ცუდადმჭამელებს (მადადაკარგულებს)

თავიდან, როცა ადამიანი სიწრფოებით ლოცულობს, რომელიც მას თავდაპირველად აქვს, მრავალი ცრემლის დათხევით - ეს ყველაფერი ღმრთის მადლია, განმწმენდელ მადლად წოდებული, რომელიც ანკესივით იჭერს ადამიანს და სინანულისაკენ მიჰყავს იგი თავიდან, როცა ადამიანი სიწრფოებით ლოცულობს

მართალი რას ნიშნავს უფრო ღრმა განმარტებით; ისეთი მორწმუნე, რომელიც ცოდვით ეცემა, მაგრამ მალევე დგება სინანულით, არ კავდება ამ ცოდვაში. ასეთი მართლების ლოცვას აქვს დიდი შეწევნა და რაღა ვთქვა როგორი შეწევნა აქვს წმიდა ლოცვას. მართალი რას ნიშნავს უფრო ღრმა განმარტებით;

ჭეშმარიტი აღმსარებლობა მარტო აღსარების ჩაბარება არ არის. მორწმუნე ხარ, მაგრამ რწმენამდე ბევრი გიკლია. ათჯერ უნდა დაეცე და ადგე. ცოდვილი ხარ, ეგ არაფერი. არა არს ცოდვა სინანულს აღემატებოდეს ჭეშმარიტი აღმსარებლობა მარტო აღსარების

ლოცვა სულს ღმერთთან აახლოებს, იქ კი სიცოცხლის ფესვია; სულისაგან სხეულიც ეზიარება იმავე სიცოცხლეს. შემუსვრილი სული, სინანულის განცდა და ცრემლი კი არ ამცირებენ ჩვენს ძალებს, არამედ გვმატებენ. ლოცვა სულს ღმერთთან აახლოებს, იქ კი სიცოცხლის

156. შეჭირვებისა და შეურაცხების მომძაგებელი იმის პირობას ნუ დადებ, რომ სხვა სათნოებათა მიერ შესძლებ სინანულს, რადგან ცუდმედიდობასა და უტკივილობას სჩვევია ემსახურებოდეს ცოდვას (ე.ი. სათნოებებითაც). შეჭირვებისა და შეურაცხების მომძაგებელი იმის

ადამიანს ზიარების მიღების წინ წესით შიში, კრძალულობა და სინანული უნდა ჰქონდეს, ზიარების შემდეგ კი სიხარული და სიმშვიდე უნდა იგრძნოს, მაგრამ იმასაც უნდა განიცდიდეს, რომ მოუმზადებელია საიდუმლოსათვის. ადამიანს ზიარების მიღების წინ წესით შიში

ქრისტიანი განუწყვეტლივ წინ უნდა მიიწევდეს; მაგრამ მეტად სასარგებლოა ყურადღება უკან - წარსულსაც მივაპყროთ, რათა ცუდი არ გავიმეოროთ, დანაშაული სინანულის ცრემლით გამოვისყიდოთ, დაწყებული სიკეთე დავასრულოთ. ქრისტიანი განუწყვეტლივ წინ უნდა მიიწევდეს;

ფრინველიცა გაჰყრიან, რა განერყვნას და დაუწიკვლდეს ნაკრტენთა თვისთა, და ახალთა და კეთილთა შეიმოსენ. შენცა ნუ უდარეს იქმნები ფრინველთა და განიყარე ფიცხელნი და მწიკვლევანი ვნებანი და კეთილი სინანული შეიმოსენ. ფრინველიცა გაჰყრიან, რა განერყვნას და

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2