ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვის - ციტატები, გამონათქვამები
ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვის - ციტატები, გამონათქვამები ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვის, გამონათქვამები
სინანული ყველაფერი იმისგან განშორებაა, რაც ამ სოფელზე მიგვაჯაჭვავს და სრული მწუხარების მოხვეჭა, რომელიც სიკეთის მომტანია. მონანული გული უნდა იყოს, როგორც ისრით, განუკურნებლად დაჭრილი და მსურველი იმისა, რომ თავის მიზანს მიაღწიოს.
ჭეშმარიტი გლოვა არის მწუხარე სული, რომელიც მხურვალე გულით გლოვობს და გამუდმებულად ცრემლის ღვრა სწყურია, სულ მას ეძიებს და როცა გამოუჩნდება, მთელი ძალით მისდევს და მწუხარებითა და მოთქმით მიჰყვება, თუ ასეთი რამ არის - ე.ი. გლოვაა
გლოვა არის დავიწყება ბუნებისა, როგორც დავით წინასწარმეტყველს დაავიწყდა ჭამად პური თავისი და იგლოვა (ფს.101,5).
როცა საკუთარ ცოდვებს გლოვობ, ნუ დაუჯერებ ეშმაკს, რომელიც ჩაგაგონებს, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა და გლოვის გარეშეც შეგინდობს, რადგან ამას იმისთვის გეუბნება, რომ გლოვასა და ღვთის შიშს ჩამოგაშოროს. აზრი ღვთის გულმოწყალების შესახებ მხოლო... იხილეთ სრულად
განკითხვასა ძმისისა დაადუმებს და განაქარვებს გლოვა თვისი უბადრუკებისა, რამეთუ რომელმან ზედმიწევნით იცოდეს თავისის უბადრუკობა, მან დაადუმოს ენა თვისი სხვების განკითხვად, ვინაიდგან საშიშსა გზასა წინამდებარესა სჭვრეტს, რომელიც აღსავს... იხილეთ სრულად
აწ უკუე, ძმაო ჩემო საყვარელო, ნუ სცემ ხორცთა შენთა განსვენებასა, ნუცა დააცხრობ თუალთა შენთა ტირილისაგან, და ითხოვდი ღმრთისაგან საუცადებელად, სახიერისა და მოწყალისა, ლმობიერითა გულითა, რაითა მოგცეს შენ ძალი მაღლით. რამეთუ ვერ ეგები... იხილეთ სრულად
ვაი მე, რაიმე უკუე ვყო ცეცხლსა მას გარესკნელისასა, სადა-იგი არს ტირილი თუალთა დაუცადებელად და ღრჭენაი დაულევნელად. ვაი მე, რაიმე უკუე ვყო სატანჯველთა მათგან დაუსრულებელთა და მატლსა მას წამლეანსა დაუძინებელსა. ვაი მე, რაიმე უკუე ვყ... იხილეთ სრულად
აწ უკუე რაიმე ვყო მე ცოდვილმან ამან, რომელსა არა მაქუს გლოვაი, არცა ტირილი, არამედ სხუათა ვასწავებ და ვუქებ და მე არა ვჰყოფ. ვაი მე, ვითარღა უდებ ვყავ და შეურაცხ სულისა ჩემისა ცხორებაი! ვაი მე, რამეთუ მეცნიერებით ვცოდავ, რამეთუ იწ... იხილეთ სრულად