ვნებები - ციტატები, გამონათქვამები
ვნებები - ციტატები, გამონათქვამები ვნებები, გამონათქვამები, ციტატები
მედროვე ადამიანები ისევე არამდგრადნი არიან თავიანთ წესებში, როგორც ცვალებადია დრო და ვნებების კაპრიზები.
სოფელი თავის მონებს უგზავნის იმდენ სასტიკ მეუფეს, რამდენიც ესაჭიროება ვნებებს და ჩვეულებებს.
თუ ხორციელი ვნების ცეცხლი გწვავს, გეენიის ცეცხლი დაუპირისპირე მას და შენი ხორციელი ვნების ცეცხლი მეყსეულად ჩაქრება და გაუჩინარდება.
რაც არ უნდა დიდი იყოს ვნების ძალა, თუ ღვთის შიშით შეიზღუდავ თავს, მის დამარცხებას მაინც შეძლებ.
თუ შენს აზრებში ლამაზი სახე წარმოგიდგება, წარმოიდგინე იგივე ადამიანი უსახური ცხედრის სახით და ვნებიანი სურვილი შენს სულს აღარ დაამძიმებს.
ნეტარია, ვინც ვნებებზე გაიმარჯვებს და არც აზრით და არც გრძნობით არ ცდუნდება ხორცით, რომელიც სულ მალე ხრწნას მიეცემა!
ეცადე, ახალგაზრდობის წლებში დაძლიო შენი ცუდი მიდრეკილებანი, ჩვევები და ვნებები, რომლებსაც ჯერ კიდევ ღრმად არ გაუდგამთ ფესვები შენს გულში. რაც მეტად გადადებ ამის გაკეთებას, მით უფრო ძნელი იქნება, შეუდგე ამ მძიმე საქმეს - შენი სულის... იხილეთ სრულად
თქვენ თავს იტყუებთ, თუ ფიქრობთ, რომ ვნებები ახალგაზრდობასთან ერთად მიწყნარდება. რამდენი მოხუცია, რომელიც თავისი ცხოვრების პირველი წლების სამარცხვინო მიდრეკილებებითაა დაავადებული! რამდენი ჭაღარა პატივმოყვარეა, რომლებიც დაღლილობას ა... იხილეთ სრულად