სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? სხვისი არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის ...
იხილეთ სრულად
სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? სხვისი არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.
რას ნიშნავს უბიწოდ ცხოვრება? მოსკოვის მიტროპოლიტმა ფილარეტმა სიწმინდით ცხოვრება ასე განმარტა: „უმწიკვლოდ ცხოვრება ნიშნავს იცხოვრო სიბრძნის ხელმძღვანელობით, იმ სიამოვნების უფლება არ მისცე თავს, რომელსაც გმობს საღი აზრი, შეუბღალავად...
იხილეთ სრულად
რას ნიშნავს უბიწოდ ცხოვრება? მოსკოვის მიტროპოლიტმა ფილარეტმა სიწმინდით ცხოვრება ასე განმარტა: „უმწიკვლოდ ცხოვრება ნიშნავს იცხოვრო სიბრძნის ხელმძღვანელობით, იმ სიამოვნების უფლება არ მისცე თავს, რომელსაც გმობს საღი აზრი, შეუბღალავად დაიცვა გონება უწმინდური აზრებისაგან, გული – ბილწი სურვილებისაგან, სხეული – ბინძური საქმისაგან“.
სიწმინდე, სისუფთავე ხორციელი ძლიერ საჭირო და სასარგებლო არის კაცისათვის. ესრედ უნდა ვიფიქროთ, რომ ვისაც უყვარს გარეგანი და ხორციელი სიწმინდე და სისუფთავე, ის სულიერისა სიწმინდისათვისაც უფრო ცდილობს. გარდა ამისა, ვინც უწმინდურად ცხ...
იხილეთ სრულად
სიწმინდე, სისუფთავე ხორციელი ძლიერ საჭირო და სასარგებლო არის კაცისათვის. ესრედ უნდა ვიფიქროთ, რომ ვისაც უყვარს გარეგანი და ხორციელი სიწმინდე და სისუფთავე, ის სულიერისა სიწმინდისათვისაც უფრო ცდილობს. გარდა ამისა, ვინც უწმინდურად ცხოვრებს, ის უფრო მალე გახდება ავად და მალე დაკარგავს სიმრთელესა, რაიცა დიდი ცოდვა არის, ვინაითგან თვით ღმრთი გვიბრძანებს ჩვენ, რათა დავიცვათ და შევინახოთ ჩვენი სიცოცხლე. ამისათვის, ძმანო ჩემნო, რადგან ახლა მე თქვენ გიჩვენ...
სიწმიდე ანუ სული სიწმიდისა არის ორგვარი: გარეგანი, ანუ ხორციელი და შინაგანი, ანუ სულიერი. სიწმიდე გარეგანი, ანუ ხორციელი ის არის, როდესაც კაცს უყვარს წმინდად ჩაცმა, წმინდად ჭამა და სმა და წმინდად ცხოვრება თავის სახლში. კარგი, გონი...
იხილეთ სრულად
სიწმიდე ანუ სული სიწმიდისა არის ორგვარი: გარეგანი, ანუ ხორციელი და შინაგანი, ანუ სულიერი. სიწმიდე გარეგანი, ანუ ხორციელი ის არის, როდესაც კაცს უყვარს წმინდად ჩაცმა, წმინდად ჭამა და სმა და წმინდად ცხოვრება თავის სახლში. კარგი, გონიერი და სასარგებლო საქმე არის, თუ კაცი ცდილობს ხორციელსა სიწმიდესა. თუ გინდ ბევრი არაფერი გქონდეს შენ, ძმაო ჩემო, მაგრამ რაც გაქვს, ის სუფთად და წმიდად შეინახე.
მელა თავს მოიმძინარებს ხოლმე, ეშმაკი კი უმანკოდ გვაჩვენებს თავს, პირველი ჩიტის მოტყუებას ცდილობს, მეორეს კი სულის დაღუპვა სურს. მთEლი სიცოცხლის განმავლობაში არასოდეს დაუჯერო შენს ვნებულ ხორცს და ნურც მიენდობი მას, ვიდრე ქრისტეს წი...
იხილეთ სრულად
მელა თავს მოიმძინარებს ხოლმე, ეშმაკი კი უმანკოდ გვაჩვენებს თავს, პირველი ჩიტის მოტყუებას ცდილობს, მეორეს კი სულის დაღუპვა სურს. მთEლი სიცოცხლის განმავლობაში არასოდეს დაუჯერო შენს ვნებულ ხორცს და ნურც მიენდობი მას, ვიდრე ქრისტეს წინაშე არ წარსდგები. ნუ გგონოა, რომ რადგან მარხულობ, არ დაეცემი. იგი, ვინც ზეციდან გამოიდევნა, საერთოდ არ ჭამდა ხორციელ საკვებს. ზოგიერთმა კეთილად შეიცნო და თქვა, რომ მონაზვნური ღვაწლი საკუთარი ხორცის მტრობა და სტომაქთან ბ...
ვინც უმანკოებით, სიმდაბლითა და ურისხველობით აღუდგება წინ, ის კლავს მოწინააღმდეგეს და ქვიშაში მარხავს მას. ქვიშა სიმდაბლეს განასახიერებს, რადგან ვნებებისთვის საძოვარს არ აღმოაცენებს, არამედ მიწაა იგი და ნაცარი. ვიღაც ამ მტანჯველს ღ...
იხილეთ სრულად
ვინც უმანკოებით, სიმდაბლითა და ურისხველობით აღუდგება წინ, ის კლავს მოწინააღმდეგეს და ქვიშაში მარხავს მას. ქვიშა სიმდაბლეს განასახიერებს, რადგან ვნებებისთვის საძოვარს არ აღმოაცენებს, არამედ მიწაა იგი და ნაცარი. ვიღაც ამ მტანჯველს ღვაწლით შებორკავს, ვიღაც - სიმდაბლით, ვიღაც - საღმრთო ნიჯით და გამოცხადებით. პირველი ცისკრის ვარსკვლავის მსგავსია, მეორე - სავსე მთვარის, ხოლო მესამე - ბრწყინვალე მზისა. მაგრამ სამივე ზეცის მოქალაქეა და როგორც პირველად ცი...
ის, ვინც სიძვის ძაღლს ლოცვით განდევნის, ლომებთან მებრძოლს მიაგავს; ხოლო ის, ვინც აზრობრივად, სიტყვისგებით დაამარცხებს მას, იმას ედრება, ვინც მტერი დასძლია; ხოლო ის, ვინც არად აგდებს ამ თავდასხმებს, თუმცა ხორცი მოსავს, უკვე საფლავი...
იხილეთ სრულად
ის, ვინც სიძვის ძაღლს ლოცვით განდევნის, ლომებთან მებრძოლს მიაგავს; ხოლო ის, ვინც აზრობრივად, სიტყვისგებით დაამარცხებს მას, იმას ედრება, ვინც მტერი დასძლია; ხოლო ის, ვინც არად აგდებს ამ თავდასხმებს, თუმცა ხორცი მოსავს, უკვე საფლავიდან აღმდგარია. თუ სიწმინდის ნიშანი არის ის, რომ სიზმარშიც კი აღარ ემუქრება აღძვრა ხორცისა, მაშინ ცხადია, სიძვის უკიდურესი საქღვარი არის იქ, სადაც აშკარად მხოლოდ ერთი აზრის გაელვებით დავეცემით. ვინც ამ მოწინააღმდეგესთან ხ...
ის კი არ არის წმინდა, ვინც თიხას (სხეულს) განუხრწნელად დაიცავს, არამედ იგი, ვინც ყოველ ასოს სულს დაუმორჩილებს. დიდია იგი ვინც შეხებისას უვნებლობა დაიცვა, ვინც ნანახით არ დაწყლულდება და ზეციურ მშვენიერებაზე ფიქრით დაშრეტს ცეცხლს, რ...
იხილეთ სრულად
ის კი არ არის წმინდა, ვინც თიხას (სხეულს) განუხრწნელად დაიცავს, არამედ იგი, ვინც ყოველ ასოს სულს დაუმორჩილებს. დიდია იგი ვინც შეხებისას უვნებლობა დაიცვა, ვინც ნანახით არ დაწყლულდება და ზეციურ მშვენიერებაზე ფიქრით დაშრეტს ცეცხლს, რომელიც მიწიერ მშვენიერებათა ხილვით აღიძვრება.