მონაზონთათვის - ციტატები, გამონათქვამები
მონაზონთათვის - ციტატები, გამონათქვამები მონაზონთათვის, გამონათქვამები, ციტატები
494. ჩემო წმინდა მამაო! რადგან უძლური და ცოდვილი ვარ, არა მაქვს კადნიერება, რომ ღმერთს რაიმე ვთხოვო, და ამიტომ მოგმართავ, ილოცე ჩემ ცოდვილისთვის. დაე, მან მისი მსახურების ღირსი გამხადოს და ძალა და გონიერება მომანიჭოს. რადგან ყოველმხრივ არარაობას წარმოვადგენ და ამ ყველაფერს (როგორც ეს შენმა გულმაც იცის) ვსაჭიროებ. მრწამს კეთილო მამაო, შენს ძლიერ ლოცვებს შეუძლიათ ღმერთი დაითანხმონ, რომ მან ჩემი ცოდვები არად ჩააგდოს, და რომ მისი კურთხეული გზის დაწყების ღირსად ჩამთვალოს, რათა შენი წყალობით დარიგებული, გონივრულად შევუდგე მას, ჩემო კურთხეულო მამაო, და შესაფერისი მადლიერება შევწირო კაცთმოყვარე ღმერთს, რომელმაც შენი მეშვეობით ყველანაირი სიკეთე მაღირსა. შემინდე მე უგუნურს და კადნიერს, და ილოცე ჩემთვის იხილეთ სრულად
პირვე ხანებში, როგორც მოსაგრე ცხოვრების გამოცდილნი გვასწავლიან, ბოროტი სულები მონაზონს განსაკუთრებით ებრძვიან მოწყინებით, სასოწარკვეთილებით, ნაღველით - მათ მიერ დატოვებული სოფლის გამო; ამასთან ერთად, მათში აღვიძებენ სურვილს, რომ დ... იხილეთ სრულად
ერში მცხოვრებში ეშმაკებს ისე ებრძვიან, როგორც - ცხვრებს, ხოლო განმარტოებაში მყოფნი ისე, როგორც - ვეფხვებსა და ლეოპარდებს.
მონაზვნობის ხარისხის მიმღებმა უნდა იცოდეს, რომ სადღაც მარტოობაში განსაკუთრებით ესხმის თავს ბოროტი სული, რომელსაც სურს, ცხონების სწორ გზას მოსწყვიტოს იგი.
ნუ იფიქრებ, თითქოს უდაბნოში განმარტოებით მარტო იქნები. თუ შენთან ღმერთი არ იქნება, მაშინ აუცილებლად ეშმაკი იქნება შენთან.
დამშვიდებული სინდისის მქონე ადამიანი ყველასთან შეძლებს მეგობრობას, ცუდი სინდისით კი განმარტოებაშიც იტანჯება და შფოთავს.
თუ რაიმე გამოუსწორებელ ნაკლოვანებებს უდაბნოში თან წავიღებთ, ისინი მხოლოდ დაფარული იქნება ჩვენში და არა - აღმოფხვრილი
თუ ადამიანთა შორის ვერ შეუქმნი საკუთარ თავს სწორ განწყობას, მის სიმძიმეს მარტოდ ცხოვრებისასაც ვერ იტვირთავ.
თუ ადამიანებთან მშვიდობიანი ცხოვრება ვერ ისწავლე, უდაბნოშიც ვერ მოიპოვებ სიმშვიდეს.
თუ მანამდე არ ისწავლი ადამიანებთან კარგად ცხოვრებას, განმარტოებაშიც ვერ იქნები კარგად.