სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული, გამონათქვამები, ციტატები
ჭეშმარიტი სიყვარულის მქონე ადამიანში ღმერთია დამკვიდრებული. ვისაც არ აქვს სიყვარული, მასში ღმერთი არ მკვიდრობს.
სიყვარულის მშვენიერი გზა უშრომელია; სიყვარულში არ არის ბიწი, არც ბრალი, არამედ სინდისი სულის ღვთისადმი კადნიერებას ადასტურებს. მაგრამ როცა არ არსებობს სიყვარული, მაშინ სულს ლოცვაში გამბედაობა არ აქვს. დამარცხებულივით, მხდალივით თა... იხილეთ სრულად
ჰოი, სიყვარულო, ჭეშმარიტად ნეტარია გული, რომელსაც შენ აღავსებ, რადგან სიყვარულში რას არ იპოვი – სიმდაბლეს, სიხარულს, მოთმინებას, სახიერებას, თანაგრძნობას, შემწყნარებლობას, განათლებას და მრავალ სხვას!
იმაზე მშვენიერი არაფერია, როცა კრებულში ღვთისმიერი სიყვარული სუფევს; ყველაფერი ანათებს და მშვენიერებითაა აღსავსე, ხოლო ამ უსაზღვრო სიყვარულის გამო წმინდა ანგელოზები ზეცაში უფალთან ერთად ხარობენ და მხიარულობენ.
ღმერთი ხომ სიყვარულია, სიყვარულის მქონე კი ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი – მასში.