
ავტორი:
ილია II
ვინც რწმენითა და სიყვარულით ცხოვრობს, მისი ყოველი ნაბიჯი სიკეთითაა ნიშანდებული. რწმენა და სიყვარული
ვინც რწმენითა და სიყვარულით ცხოვრობს, მისი ყოველი ნაბიჯი სიკეთითაა ნიშანდებული. რწმენა და სიყვარული აუცილებლად გვაჩვენებს გზას მოქმედებისათვის; იგი მტირალთან ტირის და მხიარულთან იცინის, იჩქარის სნეულთა, დავრდომილთა და მხცოვანთა, ქვრივთა და ობოლთა სანახავად და დასახმარებლად. ასეთისათვის არ არსებობს სხვისი გოლგოთა, სხვისი ტანჯვა-წამება, ეს ყველაფერი მისია, საკუთარია; სიყვარულისათვის უცხოა შიში.