ცნობილი ღვთისმეტყველი და მღვდელმოწამე მეთოდიოსი ქრისტიანებს ასწავლის, როგორ უნდა მოამზადონ გულები სულიწმიდის მისაღებად; "უფალო განწმინდე გული ჩემი და ქმენ იგი სავანედ სულისა წმიდისა", - ეს სიტყვები მიგვანიშნებს, რომ თუ გვსურს შევი...
იხილეთ სრულად
ცნობილი ღვთისმეტყველი და მღვდელმოწამე მეთოდიოსი ქრისტიანებს ასწავლის, როგორ უნდა მოამზადონ გულები სულიწმიდის მისაღებად; "უფალო განწმინდე გული ჩემი და ქმენ იგი სავანედ სულისა წმიდისა", - ეს სიტყვები მიგვანიშნებს, რომ თუ გვსურს შევიმოსოთ სულიწმიდის მადლი, უპირველეს ყოვლისა, გული უნდა განვიწმინდოთ, რაც ეკლესიის გარეშე შეუძლებელია.
მადლი არ იყიდება და არც სხვა საშუალებით გადაეცემა. ნებისმიერმა ჩვენგანმა თვითონ უნდა იღვაწოს, იმდენი მადლი მოიპოვოს, რომ ცხონდეს. ამისთვის კი თავმდაბლობა უპირველესი პირობაა. უფალი ბრძანებს: "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდა...
იხილეთ სრულად
მადლი არ იყიდება და არც სხვა საშუალებით გადაეცემა. ნებისმიერმა ჩვენგანმა თვითონ უნდა იღვაწოს, იმდენი მადლი მოიპოვოს, რომ ცხონდეს. ამისთვის კი თავმდაბლობა უპირველესი პირობაა. უფალი ბრძანებს: "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს" (I პეტრე 5.5).
უფლის მადლიერებას ყოველდღიური ლოცვებიც გვასწავლის, ხოლო ვინც ჯერ კიდევ ეკლესიურად არ ცხოვრობს და ეს ლოცვები არ იცის, აუცილებელია, გულში მაინც თქვას მადლობა თუნდაც საჭმლის მიღების შემდეგ; ასეთი მცირედი წრფელი ქმედებაც კი მადლს მოაპ...
იხილეთ სრულად
უფლის მადლიერებას ყოველდღიური ლოცვებიც გვასწავლის, ხოლო ვინც ჯერ კიდევ ეკლესიურად არ ცხოვრობს და ეს ლოცვები არ იცის, აუცილებელია, გულში მაინც თქვას მადლობა თუნდაც საჭმლის მიღების შემდეგ; ასეთი მცირედი წრფელი ქმედებაც კი მადლს მოაპოვებინებს და ცხონების გზას აპოვნინებს მას.
თუ ამქვეყნიურ საცდურს განვერიდებით, უფალი ღირს გვყოფს, რომ ჩვენს გულში იმეფოს. რა თქმა უნდა, უბრძოლველად ეს არ მიიღწევა. თუ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი აღიარებს: "ჩემს გონებაში ორი გონია: ერთი კეთილია და იგი შედეგია ყოველივე მშვენ...
იხილეთ სრულად
თუ ამქვეყნიურ საცდურს განვერიდებით, უფალი ღირს გვყოფს, რომ ჩვენს გულში იმეფოს. რა თქმა უნდა, უბრძოლველად ეს არ მიიღწევა. თუ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი აღიარებს: "ჩემს გონებაში ორი გონია: ერთი კეთილია და იგი შედეგია ყოველივე მშვენიერისა; მეორე კი დაცემულია და მისდევს ყოველივე ცუდს; ერთი გონება სინათლისაკენ ილტვის და სურს, თაყვანი სცეს ქრისტეს, ხოლო მეორე, ხორცის და სისხლის გონება, ჰქრის ბნელსა შინა და მზად არის, ტყვე იქმნას ბელიარისა" (11,305), მ...