განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
განსაცდელი მოწმობს, რომ ღვთის შვილები ვართ და ეს არის დიდი სიხარულისა და პატივის მიზეზი. მაშ, გამხნევდი, შვილო, „დაუთმე უფალსა“ და ქმენ კეთილი.
ნუ დაკარგავ სიმხნევესა და სიმამაცეს. გამართლებ, როგორც ახალბედა მებრძოლს, მაგრამ თან გწვრთნი, რომ ეშმაკის მიერ აღძრულ ჭექა-ქუხილსა და ქარიშხლებს სძლიო.
მოთმინება, სულგრძელობა, კეთილგონიერება და კეთილგანწყობა გვმართებს, რომ გაიაროს განსაცდელმა. სიყვარული, თანადგომა, ძვირუხსენებლობა მოდიოდეს შენგან და ღმერთი ყველაფერს ისე მოაგვარებს, როგორც ჩვენს სულებს სჭირდება.
გისურვებ გრანიტის კლდის სიმტკიცეს, რომელზეც განსაცდელების ყველა ტალღა შეიმუსრება, შენ კი ღვთის რწმენაში უდრეკი დარჩები.
რაც შეეხება განსაცდელებს, ისინი გარდაუვალია, უნდა გვესმოდეს, რომ არასოდეს შეწყდება და მუდამ მზად უნდა ვიყოთ მოთმინებისთვის.
ეს განსაცდელი შენს დასამდაბლებლად შეგემთხვა. განსაცდელები სიფხიზლისთვის გვეძლევა, გამოცდილება და ღვთისმიერი სიბრძნე რომ შევიძინოთ. ღმერთი განგვსწავლის, რათა მისი სიწმინდის ზიარების ღირსნი გავხდეთ.