ქსოვილი ისე მოხერხებულად არ იღებს საღებავს, ჰაერიდან ისე სწრაფად და ადვილად არ შეეყრებათ ცხოველებს რაიმე მძიმე დაავადება, რასაც გადამდები სენი ჰქვია, როგორი სისწრაფითაც დაქვემდებარებულნი ითვისებენ უფროსთა ნაკლოვანებებს, უფრო მეტიც...
იხილეთ სრულად
ქსოვილი ისე მოხერხებულად არ იღებს საღებავს, ჰაერიდან ისე სწრაფად და ადვილად არ შეეყრებათ ცხოველებს რაიმე მძიმე დაავადება, რასაც გადამდები სენი ჰქვია, როგორი სისწრაფითაც დაქვემდებარებულნი ითვისებენ უფროსთა ნაკლოვანებებს, უფრო მეტიც - ნაკლოვანებებს უფრო სწრაფად, ვიდრე მის საპირისპიროს - სათნოებებს.
როგორც საკმეველი კეთილსურნელებით ავსებს ჰაერს და გარშემომყოფებს ატკბობს, ასევე ღვთივსათნო ბატონი ანდა ქალბატონი ემსახურება გარშემომყოფთა აღზრდასა და ცხონებას.
ნუ დასჯი მკაცრად მცირე დანაშაულისთვის, თითქოსდა თვითონ სრულიად მართალი იყო; და ნურც ხშირად ამხილებ, რამეთუ ეს დამამძიმებელია, ხშირად მხილების ჩვევას უგრძნობლობასა და დაუდევრობამდე მივყავართ.