მქადაგებელი კეთილი საქმეებისა და უბიწო ცხოვრების გარეშე - რომელიც ასწავლის და არ ქმნის, ვერავითარ სარგებელს ვერ მოუტანს თავის მსმენელებს და მიემსგავსება ქუხილს - ელვის გარეშე, ისრის გარეშე დაჭიმულ მშვილდს, მარტო იქუხებს და მხოლოდ ...
იხილეთ სრულად
მქადაგებელი კეთილი საქმეებისა და უბიწო ცხოვრების გარეშე - რომელიც ასწავლის და არ ქმნის, ვერავითარ სარგებელს ვერ მოუტანს თავის მსმენელებს და მიემსგავსება ქუხილს - ელვის გარეშე, ისრის გარეშე დაჭიმულ მშვილდს, მარტო იქუხებს და მხოლოდ სიტყვებს ისვრის, მაგრამ ღვთის შიშით ვერ აღანთებს მსმენელთა გულებს.
ვისაც სხვისი ჭრილობების მკურნალობა სურს, თვითონ უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი ავადმყოფობისგან, რათა არ მიემართებოდეს მას სახარების სიტყვები: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი" (ლუკა 4, 23).
როდესაც გემზე მოცურავე უშვებს შეცდომას, ეს მასთან ერთად მოცურავეებს დიდ ზიანს არ აყენებს; ხოლო, როდესაც მესაჭე უშვებს შეცდომას, ამას საყოველთაო სიკვდილი მოაქვს; ასევე ხელქვეითთა ცოდვით დაცემა საზოგადოებას იმდენად არ ავნებს, როგორც...
იხილეთ სრულად
როდესაც გემზე მოცურავე უშვებს შეცდომას, ეს მასთან ერთად მოცურავეებს დიდ ზიანს არ აყენებს; ხოლო, როდესაც მესაჭე უშვებს შეცდომას, ამას საყოველთაო სიკვდილი მოაქვს; ასევე ხელქვეითთა ცოდვით დაცემა საზოგადოებას იმდენად არ ავნებს, როგორც თვით მათ, ხოლო სამღვდელო ხარისხის მქონეთა ცოდვებს ყველასთვის ზიანი მოაქვს.
თუ იესო ქრისტემ უბრალო ადამიანზე - მაცდუნებელზე თქვა: ვაი მას, რომლისაგან მოვიდეს საცთური" (ლუკა 17, 1). მაშ, რაღა უნდა ითქვას მაცდუნებელზე - ეკლესიის მსახურზე?
ჩვენი სულიერი მამის წინაშე გაცილებით მეტად ვართ ვალდებულნი, ვიდრე - ხორციელი მამის წინაშე, რადგან ეს უკანასნელნი ამა სოფლისა და საერო ცხოვრებისთვის გვშობენ, პირველნი კი - ზეცისა და მარადიული ცხოვრებისთვის.
რომც არ იცოდეთ, ესა თუ ის მოძღვარი მღვდლობის ღირსია თუ - არა, ქრისტეს მცნებების გამო ნუ მოიძულებ მას. როგორც სუფთა ოქრო არ ზიანდება, თუ იგი ჭუჭყით დაიფარება, ასევე - ყველაზე სუფთა მძივი, თუ რაიმე არაწმიდა და შებილწულ ნივთს შეეხება...
იხილეთ სრულად
რომც არ იცოდეთ, ესა თუ ის მოძღვარი მღვდლობის ღირსია თუ - არა, ქრისტეს მცნებების გამო ნუ მოიძულებ მას. როგორც სუფთა ოქრო არ ზიანდება, თუ იგი ჭუჭყით დაიფარება, ასევე - ყველაზე სუფთა მძივი, თუ რაიმე არაწმიდა და შებილწულ ნივთს შეეხება; ამის მსგავსად, მღვდლობა არ შეირყვნება ადამიანისგან, თუნდაც იგი უღირსი იყოს