დრო ყველაზე დიდი წყალობაა. დროში შეიძლება კაცი ცხონდეს, შეიძლება - წარწყმდეს. დროსთან ერთად შემოვიდა არაფერი - არარა, რისგანაც შექმნა ღმერთმა ყოველივე. ადამიანი დაუღალავად უნდა მიისწრაფვოდეს ღვთისაკენ, მაშინ შეიწყალებს უფალი და ყო...
იხილეთ სრულად
დრო ყველაზე დიდი წყალობაა. დროში შეიძლება კაცი ცხონდეს, შეიძლება - წარწყმდეს. დროსთან ერთად შემოვიდა არაფერი - არარა, რისგანაც შექმნა ღმერთმა ყოველივე. ადამიანი დაუღალავად უნდა მიისწრაფვოდეს ღვთისაკენ, მაშინ შეიწყალებს უფალი და ყოველივეს მისცემს, რაც საჭიროა. კაცი ერთელ მოდის ამქვეყნად; ადამიანს ერთხელ ეძლევა გადარჩენის შესაძლებლობა. არავითარი რეინკარნაცია არ არსებობს. (ერთადერთი განკითხვის დღეს, სული რომ სხეულს დაუბრუნდება)
link
ოჯახშიც ბევრი რამ ხდება, მაგრამ ჭკვიანი, ნაცვლად სამზეუროზე გამოტანისა, ოჯახშივე აგვარებს პრობლემებს და თუნდაც დროებით მოუწესრიგებელს, არ გახდის მეზობელთა და სხვათა საჭორაოდ. ხშირად სხვა სცოდავს, მაგრამ, თუ შენი სიმართლე სიბრძნით ...
იხილეთ სრულად
ოჯახშიც ბევრი რამ ხდება, მაგრამ ჭკვიანი, ნაცვლად სამზეუროზე გამოტანისა, ოჯახშივე აგვარებს პრობლემებს და თუნდაც დროებით მოუწესრიგებელს, არ გახდის მეზობელთა და სხვათა საჭორაოდ. ხშირად სხვა სცოდავს, მაგრამ, თუ შენი სიმართლე სიბრძნით არ წარმართე, შეიძლება სხვის ცოდვაზე გაცილებით უმძიმეს ცოდვაში ამოყო თავი
link
ყოველ ადამიანს უფალი მიმადლებს იმ ტალანტს, რომლითაც უნდა ცხონდეს
ფიზიკური ძალაც და გარეგნული სილამაზეც ერთგვარი ტალანტია. ზოგი ამ ძალით სისტემის მჩაგვრელია, ზოგი კი გაჭირვებულთა ქომაგი. გარეგნული სილამაზით და წესიერი ცხოვრებითაც როცა ადამიანი სამაგალითოა, - ღვთის მადიდებელია. როცა ადამიანი გარე...
იხილეთ სრულად
ფიზიკური ძალაც და გარეგნული სილამაზეც ერთგვარი ტალანტია. ზოგი ამ ძალით სისტემის მჩაგვრელია, ზოგი კი გაჭირვებულთა ქომაგი. გარეგნული სილამაზით და წესიერი ცხოვრებითაც როცა ადამიანი სამაგალითოა, - ღვთის მადიდებელია. როცა ადამიანი გარეგნული სილამაზით მრავალთა მაცდუნებელი და ცოდვებში ჩამთრევია, მაშინ ის, - სილამაზის ტალანტით ეშმაკის სამსახურშია.
link
ღვთის შიშთან შერწყმული წმინდა უბრალოება სამოთხის ნეტარებას განგვაცდევინებს, იმ ნეტარებას, რაც პირველ ადამიანებს ჰქონდათ დაცემამდე.
რაში გჭირდებათ ღვთის ნების გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში უფალი აგასრულებინებთ. თქვენ მხოლოლ ათი მცნების დაცვა, აღსარება და ზიარება მოგეთხოვებათ. ღვთისმსახურს კი, ყოველივე სჭირდება. გულს უნდა ჰკითხო. როდესაც გული დაგაჯერებს - ...
იხილეთ სრულად
რაში გჭირდებათ ღვთის ნების გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში უფალი აგასრულებინებთ. თქვენ მხოლოლ ათი მცნების დაცვა, აღსარება და ზიარება მოგეთხოვებათ. ღვთისმსახურს კი, ყოველივე სჭირდება. გულს უნდა ჰკითხო. როდესაც გული დაგაჯერებს - ის არის ღვთის ნება. როცა წმინდანები სთხოვდნენ უფალს, უფალი უჩვენებდა თავის ნებას, ხოლო ღვთის განგებას ვერავინ ჩასწვდება.
არსეობობს დაშვება, ნება და განგება. დაშვებაა, როცა უფალი გვაძლევს თავისუფლებას და როგორც ბოროტები, ...
link
ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შემოსია ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება.
არსებობს წმინდა მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გაკვირვებს...
იხილეთ სრულად
ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შემოსია ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება.
არსებობს წმინდა მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გაკვირვებს ცხონებულს სამოთხეში, პირველი როცა ის იქ მოხვდება, მეორე ვისაც იქ ელოდა, რომ ვერ ნახავს და მესამე, ვისაც არ ელოდა, მას რომ ნახავს იქ".
უფალმა შეგვიწყალოს თითოეული ადამიანის განკითხვისაგან, მითუმეტეს მთელი ერისა და ქვეყნისა.
link
როგორც ვიცით, ნათელ-მირონობა უდიდესი სულიერი ნათესაობაა, რომელიც თაობებში გადადის და მიუხედავად აღნიშნული პასუხისმგებლობისა, ხშირად ისეთი რამ ისმინება, გვაპატიოს უფალმა, ენა ვერ გამოთქვამს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ რომელიმე უზნე...
იხილეთ სრულად
როგორც ვიცით, ნათელ-მირონობა უდიდესი სულიერი ნათესაობაა, რომელიც თაობებში გადადის და მიუხედავად აღნიშნული პასუხისმგებლობისა, ხშირად ისეთი რამ ისმინება, გვაპატიოს უფალმა, ენა ვერ გამოთქვამს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ რომელიმე უზნეო და არაადამიანი რაიმე ბილწი ურთიერთობით ბღალავს ნათელმირონობის სიწმინდეს, დიდი შეუნანებლობის შემთხვევაში, მარადიული, შუაგული ჯოჯოხეთის სატანჯველს ვერ ასცდება.
link
ნათლია ვალდებულია ზრუნავდეს თავისი ნათლულის სულიერი დონის ამაღლებისა და მომავალი საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისათვის. ამისთვის, პირველ რიგში თავად უნდა იყოს მონათლული, სულიერი და სულის ცხონების მაძიებელი. ნათლობის დროს დიდი მად...
იხილეთ სრულად
ნათლია ვალდებულია ზრუნავდეს თავისი ნათლულის სულიერი დონის ამაღლებისა და მომავალი საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისათვის. ამისთვის, პირველ რიგში თავად უნდა იყოს მონათლული, სულიერი და სულის ცხონების მაძიებელი.ნათლობის დროს დიდი მადლი გადმოდის ნათლიაზე და ასევე დიდი პასუხისმგებლობაც ეკისრება მას თავისი ნათლულის ცხოვრებაზე. დაუდევრობის შემთხვევაში, თუ ნათლია არ ზრუნავს თავისი ნათლულის ეკლესიური ცხოვრებისათვის, მას ეს მეტად დიდ სასჯელად ედება. ნათლული, რ...
link
მომნათვლელმაც უნდა განსაზღვროს ვის ნათლავს და რამდენს. შეიძლება თუ არა თითოეულ მათგანზე ნათლიის პასუხისმგებლობის მოქმედება. იმ სულიერი რჩევა-დარიგებების მიცემა, (შესაძლებლობით მატერიალურადაც გვერდში დგომა)რომელიც მას ნათლიის პასუხ...
იხილეთ სრულად
მომნათვლელმაც უნდა განსაზღვროს ვის ნათლავს და რამდენს. შეიძლება თუ არა თითოეულ მათგანზე ნათლიის პასუხისმგებლობის მოქმედება. იმ სულიერი რჩევა-დარიგებების მიცემა, (შესაძლებლობით მატერიალურადაც გვერდში დგომა)რომელიც მას ნათლიის პასუხისმგებლობით ევალება.
არსებობს მცდარი აზრი! - თითქოს იმდენი უნდა მონათლო, რამდენიც გთხოვს და არ შეიძლება უარის თქმა. სინამდვილეში რამდენსაც ეპატრონები იმდენის მონათვლა შეგიძლია და თუ შენ გეეჭვება, მაშინ სხვა მონათლავს, ვი...
link