განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
ვისაც სწამს, რომ სხეულიდან გასვლის ჟამს ღვთის სამსჯავროს წინაშე უნდა წარსდგეს, არავითარ შემთხვევაში არ განიკითხავს მოყვასს, რამეთუ თვითონაც უნდა აგოს პასუხი ღვთის წინაშე ყველა თავისი საქმის გამო.
შეწუხდი შემცოდე მოყვასის გამო, რათა ამასთან ერთად წუხდე საკუთარ თავზეც, რადგან ყველანი ცოდვილნი ვართ და სასჯელს ვიმსახურებთ.
"აი, ერთი უმოკლესი გზა, რომელსაც ცოდვათა შენდობისკენ მივყავართ, - ბრძანებს წმიდა იოანე კიბისაღმწერელი, - კონკრეტულად კი: არ განიკითხო! თუ არ განიკითხავთ, არც თქვენ განიკითხებით!" (ლუკა 6, 37). "აი, ცხონების გზა მარხვის, ღამისთევის... იხილეთ სრულად
როდესაც ძმის ცოდვებს დავფარავთ, უფალიც დაფარავს ჩვენს შეცოდებებს; ხოლო, როდესაც მოყვასის შეცოდებებს გავამჟღავნებთ, უფალი ჩვენს ცოდვებს განაცხადებს.
ნუ განიკითხავ სხვას, არამედ ეცადე, საკუთარი თავი გამოასწორო, რათა თვითონ არ გახდე განსჯის ღირსი.
შემცოდე ძმის ხილვისას ნუ განიკითხავ მას, არამედ შენთვის თქვი: "განა თვითონაც ცოდვილი არა ვარ? რა უფლება მაქვს, რომ სხვა განვიკითხო?".