ვნებები - ციტატები, გამონათქვამები
ვნებები - ციტატები, გამონათქვამები ვნებები, გამონათქვამები, ციტატები
ნეტარ სულს სწყურია საუკუნო ცხოვრების მოპოვება, მაგრამ ვნებიანი სურვილები გვიტაცებენ და მათი სიყვარულის გამო გავურბივართ ჭირთა და განსაცდელთ ცხოვრებაში. შევიგნოთ, რომ ღვთის მცნებები კი არ არიან მძიმენი, არამედ მათ ამძიმებენ ჩვენი ბ... იხილეთ სრულად
ქრისტეს ჭეშმარიტმა მონებმა გამოცდილებით იციან, რა ძნელია ვნებებთან ბრძოლა და დიდი სურვილის მიუხედავად, რომ ბოროტება არ აღასრულონ, მაინც ვარდებიან ცოდვაში, ამიტომაც ისინი შემწყნარებელნი არიან სხვის მიმართ და მკაცრნი - მხოლოდ საკუთა... იხილეთ სრულად
ვისაც სუფთა გული აქვს, იგი ყველა ადამიანს სუფთად თვლის, ხოლო ვისი გულიც ვნებებითაა შერყვნილი, მას წმიდად არავინ მიაჩნია და ფიქრობს, რომ ყველა მისი მსგავსია.
პატივმოყვარე სულთან კვლავ ბრუნდებიან ვნებები, რომლებიც მან ოდესღაც დაძლია და საკუთარი თავიდან განდევნა.
ნუ შეიწყნარებ მათ, ვინც ზომაზე მეტად მოწყალეა, მაგრამ ბოროტთა დასჯაც თვით სიკეთისა და სამართლიანობისთვისაა საჭირო და არა - საკუთარი ვნებისთვის.
თუ შენ ვინმეს მრისხანებით გამოუტანე განაჩენი, ამით შენს ვნებას აკმაყოფილებ; ამრიგად, სხვის გადასარჩენად საკუთარ თავს ნუ დაღუპავ.
ძველ აღთქმაში სპილენძის გველზე შეხედვა გველის ნაკბენს კურნავდა. ახალ აღთქმაში ქრისტეს ჯვრისა და მაცხოვრის მოთმინების გონებისმიერ წარმოსახვას ძლიერი შეწევნა ძალუძს ზნეობრივი გველის - ვნებების მიერ მიყენებული წყლულების მოსაშუშებლად.
ზღვა ქარისგან ღელავს, გული კი - ვნებებისგან: ზღვის ტალღების დაწყნარება მხოლოდ ღმერთს ძალუძს, გულის ტალღებისა კი - უფლის ყოვლისშემძლე მადლს, თუ თვითონ გული არ გაუწევს წინააღმდეგობას მის მოქმედებას.
ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი, სხვა კი - სულისთვის. ერთისგან თავდაცული და მეორის მიმართ დაუდევარი იმის მსგავსად იქცევა, ვინც თავისი ვენახი მაღალი ღობით შემოღობა მხეცებისგან დასაცავად და ამასთან ერთად იგი მტაცებელი ფრ... იხილეთ სრულად