მონაზონთათვის - ციტატები, გამონათქვამები
მონაზონთათვის - ციტატები, გამონათქვამები მონაზონთათვის, გამონათქვამები, ციტატები
ვიდრე ესოდენ მნიშვნელოვან, მაღალ და მრავლისდამტევ მონაზვნობას მიიღებდე, საჭიროა, ჯერ კიდევ ერში ცხოვრებისას იმდენად განაწყო საკუთარი თავი ამისთვის და ზნეობრივად მოემზადო, რათა ყველა მონაზვნის მოთხოვნა და წესი ახალი კი არ მოგეჩვენო... იხილეთ სრულად
როდესაც განმარტოებიდან გამოდიხარ, შეინახე, რაც მოგიპოვებია; რამეთუ თუ გალიის კარი ღია იქნება, მასში ჩაკეტილი ჩიტები გამოფრინდებიან. მაშინ უკვე აღარაფერი სარგებელი აღარ გვექნება ჩვენი მდუმარებისგან
როდესაც საჭიროება საზოგადოებაში გამოჩენას გაიძულებს, მიბაძე მტრედს, რომელიც იძულებული იყო, ბუდიდან გამოფრენილიყო, მაგრამ მალევე დაბრუნდა უკან, რადგან გარეთ მშვიდი ადგილი ვერ იპოვა.
სიბრძნეში მიბაძე ფუტკარს, რომელიც თავის გარშემო უამრავი კრაზანის დანახვაზე სკაში შედის და მოსალოდნელ ხიფათს თავს არიდებს.
როდესაც თუნდაც მაცხოვნებელი გარემოებების გამო გამოხვალ განმარტოვებული ყოფისაგან, უკვე ისეთი ვეღარ ბრუნდები, როგორიც განმარტოებაში იყავი.
უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ნუ გამოხვალ მონასტრიდან და საეროთა სახლებში ნუ შეხვალ; სხვაგვარად უკან ისეთი ვეღარ დაბრუნდები, როგორიც - გამოხვედი.
თევზები წყლის უკმარისობისგან კვდებიან; ასევე კვდებიან მოსაგრის გულში ღვთისგან დაბადებული სულიერი მოძრაობები, როდესაც მოსაგრე ხშირად ცხოვრობს ერში და ერისკაცებთან აქვს ურთიერთობა
ამბა მარკოზმა ერთხელ ამბა არსენის უთხრა: "ღმერთი ხედავს, რომ მიყვარხართ, მაგრამ არ შემიძლია, ვიყო ერთდროულად ღმერთთანაც და ადამიანებთანაც. ზეცაში ათასებსა და მილიარდებს ერთი ნება აქვთ, ადამიანების ნება კი განსხვავებულია".
ადამიანი, რომელმაც სენაკის სიტკბოება შეიცნო, გაურბის მოყვასს, თუმცა კი უყვარს და პატივს სცემს მას.