სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული, გამონათქვამები, ციტატები
ვინც მისდევს რწმენის, მსხვერპლად შეწირული სიყვარულისა და თავდადების გზას, შეუძლია პავლე მოციქულის მსგავსად თქვას: "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ჩემთანა ცხოველ არს ქრისტე". დიახ, ქრისტეა მასთან და სწორედ ამაში პოვებს იგი აბსოლუტურ ... იხილეთ სრულად
თუ დასთეს სიყვარულს, მის წილ დიდ სიყვარულს მოიმკი; თუ დასთეს ღვთისმოსაობას, სიკეთესა და სიმართლეს, მოიმკი კეთილდღეობასა და ღვთის ლოცვა-კურთხევას, ხოლო თუ დასთეს ბოროტებას, სიბილწესა და სიცრუეს, შედეგად მიიღებ მწუხარებას, ტანჯვას დ... იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხებს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.
ქრისტიანული სიყვარული სათავეს იღებს იქ, სადაც მთავრდება ეგოიზმი და იწყება თავდადებული მსახურება მოყვასისათვის, ოღონდ ისიც უნდა ვიცოდეთ, ვის როგორ დავეხმაროთ. ხომ უაზრობაა, ფული მისცე მდიდარს, რომელსაც ესაჭიროება მორალური შეწე... იხილეთ სრულად
ამქვეყნად გამეფებული წესი ცხოვრებისა შეიძლება სამ საფეხურად წარმოვიდგინოთ. პირველი საფეხური ძალისაა. იგი გულისხმობს სუსტთა და ძლიერთა შორის ბრძოლას არსებობისა და გადარჩენისთვის, როცა პირველნი მსხვერპლად ეწირებიან მძლავრთა ამა... იხილეთ სრულად
სიყვარული ღვთისა და კაცისა, სიყვარული ადამიანთა შორის გამოვლენილი - აი მთავარი თემა სახარებისა.
ჭეშმარიტი სიყვარული მოიცავს ქრისტიანის ცხოვრების ყველა მხარეს, განსაზღვრავს და საფუძვლად ედება ურთიერთობას პიროვნებასა და შემოქმედს შორის, ადამიანთა შორის.
ის, ვისი ცხოვრებაც ღვთის რწმენასა და სიყვარულზეა დაფუძნებული, აუცილებლად იქნება ღვთის მოშიში, პატივს მიაგებს მშობლებს, შეიყვარებს მოყვასს, არ მოიპარავს, არ ხელყოფს სხვის სიცოცხლეს, არ დასწამებს ცილს ადამიანს, თავისუფალი იქნება შურ... იხილეთ სრულად
ღმერთი, მოყვასი და მე - აი, ის ღვთაებრივი სამკუთხედი, რომელიც სიყვარულით უნდა იყოს შეერთებული. თუ ამ სამთაგან თუნდაც ერთი რგოლი დაირღვა, დაირღვევა თვით სიყვარული. დამდაბლდება იგი, ავხორცობად გადაიქცევა და ბოლოს განქარდება კიდეც.