წყარო:
მამობრივი დარიგებანი
შვილო, განდევნე ბოროტი გულისსიტყვები, რომლებსაც ეშმაკი გაწვდის და მათი მიღებისკენ გიბიძგებს. ნუ
შვილო, განდევნე ბოროტი გულისსიტყვები, რომლებსაც ეშმაკი გაწვდის და მათი მიღებისკენ გიბიძგებს. ნუ მიაქცევ ყურადღებას ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს, რადგან მათი მიზანია უდიდესი სათნოება – სიყვარული წაგართვან და თუ ამას მიაღწევენ, სრულიად დაიპყრობენ შენს სულს. გადარჩენის იმედი როგორღა უნდა გვქონდეს, თუკი დავკარგავთ სიყვარულს, ანუ ღმერთს? ღმერთი ხომ სიყვარულია, სიყვარულის მქონე კი ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი – მასში.