სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები
სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები სიმდიდრე, გამონათქვამები, ციტატები
თქვენ გაქვთ მინდორი, ტყე, მდელო, ბაღები, ტბორები და რა? - პატარა მიწის ნაკვეთი, ერთი ნაბიჯი სიფართისა და ექვსი ნაბიჯი სიგრძისა გახდება თქვენი საცხოვრებელი, და ერთი ქვაც საკმარისი იქნება თქვენს დასაცავად.
ვინც სიმდიდრის მონაა, იგი ისე ინახავს მას, როგორც მონა, ხოლო ვინც გადაიგდო მონობის უღელი, იგი გასცემს სიმდიდრეს, როგორც ბატონი.
ვინც არასამართლიანად გამდიდრდა, ღატაკზე უარესია; უკეთესია მოწყალება ითხოვო, ვიდრე იპარო.
ვეცადოთ, რომ ქონება, რომელიც ღირსია დაიღუპოს, იმ ჯილდოდ შეცვალოთ, რომელიც არასდროს იღუპება.
ვახშითა და სარგებლით სიმდიდრის მომხვეჭელი ღარიბ-ღატაკთა განმკითხავისთვის აგროვებს მას.
თ. 28-29
ეს ქონება უფლისაა, რა გზითაც არ უნდა იყოს შეგროვილი, და თუკი ჩვენ მისგან გლახაკებს მივცემთ, დიდ სიმდიდრეს შევიძენთ. ღმერთმა დაუშვა სხვებზე მეტი გქონოდა არა იმისთვის, რომ სიძვაში, მემთვრალეობაში, ნაყროვანებაში, ძვირფას სამოსელსა და... იხილეთ სრულად
დაწყევლილია კაცი, რომელიც კერპს აკეთებს და დგამს “დაფარულსა შინა” (2 სჯულ. 27, 15); ისიც დაწყევლილია, ვინც ვერცხლისმოყვარების ვნებითაა შეპყრობილი. პირველი უსარგებლო გამონადნობს ეთაყვანება, ეს კი სიმდიდრეზე ოცნებას ატარებს კერპის ს... იხილეთ სრულად
დასაბამი და ფესვი ყოველგვარი სიმდიდრისა უსათუოდ რაღაც უსამართლობაში, რომელიღაც ძალადობაშია.
დავადანაშაულოთ არა თავად საგნები, არამედ გარყვნილი ნება, რამეთუ, შეიძლება სიმდიდრეც გქონდეს და არ ცდუნდებოდე მისით.
აი, სად ვხედავ მე სიკეთეს, შესაფერ საქმეს: ჭამოს კაცმა, სვას და იხაროს თავისი ღვაწლით ამ მზისქვეშეთში დღენი მისნი, ღმერთმა რომ მისცა; რადგან ესაა მისი ხვედრი. კაცს ღმერთი აძლევს ქონებასა და სიმდიდრეს და იმის შნოსაც, რომ მოიხ... იხილეთ სრულად